დღე 4. 15 ნოემბერი

10:00 - 17:00 2 პარალელური ვორქშოპი:

1. რა არის ამბავი?

  • ნინო ლომაძე, გამომცემლობა "ინდიგოს" დამფუძნებელი და რედაქტორი

2. ფემინისტური კვლევის მეთოდები

  • თამთა მელაშვილი, მწერალი, გენდერის მკვლევარი, აქტივისტი

17:00 - 17:30 შესვენება

17:30 - 18:30 შეჯამება

მონაწილეები ირჩევენ და ესწრებიან ერთ-ერთს:

ვორკშოპი I :  რა არის ამბავი?

ერთდღიანი სემინარი ამბის თხრობის რამდენიმე ასპექტის მიმოხილვას და თავად ამბის ელემენტების გარჩევას დაეთმობა. ამბის არსი, ამბის თხრობის კომპონენტები, მისი გავრცელების არეალი, ამბის სტრუქტურა და განსხვავებული ფორმები, თუ ფორმატები რეალური ისტორიების მაგალითზე განიხილება. დავაკვირდებით რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობას, გავარჩევთ კონკრეტულ ამბებს საზოგადოებრივი პროტესტისა და წინააღმდეგობის შესახებ ჩვენი უახლესი წარსულიდან - მეოცე საუკუნის ბოლო ოცწლეულიდან დღემდე.

ვორკშოპს წარუძღვება ნინო ლომაძე, გამომცემლობა "ინდიგოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი. 2017-2019 წლებში რამდენიმე მისმა პროექტმა სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი პირველი წიგნი - "ვაშლის ბაღები" ორი ლიტერატურული პრემიის მფლობელია საუკეთესო დოკუმენტური პროზის ნომინაციაში (2019). 2013 წლიდან, ნინო კავკასიის ჟურნალისტიკის სკოლაში ამბის თხრობას და მედია მენეჯმენტს ასწავლის.

ვორკშოპი II: ფემინისტური კვლევის მეთოდები

ვორკშოპის მიზანია მონაწილეებს საფუძვლიანი წარმოდგენა შეუქმნას ფემინისტური კვლევის მეთოდებზე, ფემინისტური ცოდნის წარმოებასა და ფემინისტური თვალთახედვის (feminist standpoint) დანერგვაზე თეორიასა და პრაქტიკაში. ვორკშოპი მონაწილეებს საშუალებას მისცემს ფემინისტური მეთოდოლოგიური მიდგომა წარმატებით შეიმუშავონ და გამოიყენონ მომავალ კვლევით პროექტებში.

ვორკშოპს წარუძღვება თამთა მელაშვილი, მწერალი, აქტივისტი და მკვლევარი. თამთამ 2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი). 2012 წლიდან მოწვეული ლექტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. გენდერისა და ფემინიზმის საკითხებზე თანამშრომლობდა სხვადასხვა ორგანიზაცებთან, მათ შორის: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, ქალთა ფონდი საქართველოში, ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი ტასო. ასწავლიდა შემდეგ კურსებს: გენდერი და პოლიტიკა, მასკულინობის კვლევები, შესავალი ფემინისტურ ნააზრევში.

პროგრამა სრულად