წყლის და მინერალური რესურსების მდგრადი და დემოკრატიული მართვა საქართველოში (2021-2022)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი - ლოგო

2021 წლის თებერვლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს  მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „გარემოსდაცვით საკითხების ადამიანის უფლებრივი ასპექტები“. 

პროექტი მიზნად ისახავს ჰიდროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის არამდგრადი განვითარების საკითხთან შეჭიდებას და სამთო მრეწველობაში გავრცელებული გაუმჭვირვალე, ეკოლოგიურად დაუცველი პრაქტიკის კრიტიკას, რაც ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოს შეუქცევად ზიანს აყენებს. პროექტი იაზრებს, რომ ამ ინდუსტრიებში წარმოიქმნება დაპირისპირებები, რომლებიც მწვავეა ადგილობრივ დონეზე (სწორედ ამიტომ ჰიდროენერგეტიკის განვითარება და მოპოვება იწვევს ზოგიერთ რეზისტენტულ მოძრაობას საქართველოში) და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ეროვნული დონის პოლიტიკის წარმოებაზე“

პროექტის ძირითადი აქცენტი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ორი მიმართულებაზე გაკეთდება, მათი მასშტაბებისა და მათ მიერ წარმოქმნილი რისკების და უთანასწორობის გათვალისწინებით: წყლის რესურსების ექსპლუატაცია და წიაღისეული საწვავისა და ძვირფასი მინერალების მოპოვება.

პროექტის მთავარი მიზნები:

  • წყლის რესურსების მმართველობასთან დაკავშირებით არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ძირითადი ხარვეზების გამოვლენა და ანალიზი;
  • ეკოლოგიური მონიტორინგის მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული საგადასახადო პოლიტიკის კვლევა და ანალიზი;
  • თანამედროვე ცოდნისა და ეფექტური ადვოკატირების ინსტრუმენტების შექმნა მიმდინარე და საგანგებო გარემოსდაცვითი კამპანიებისთვის, რომლებიც წყლის მმართველობასა და სამთო მოპოვებას ეხება
  • წყლისა და წიაღისეული რესურსის მოპოვების გარშემო მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო დებატების წარმოება