პროექტი "კიბე" (2021)

კიბე ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე

ძმები კაკაბაძეების N7-ში არსებული შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა. შენობის მხატვრული ღირებულების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ნაწილია შიდა ეზოს, კუთხის-პირა, ხის ხვეული კიბე. მსგავსი ხის ხვეული კიბე თბილისში მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი, კერძოდ ერთი ბარნოვის ქუჩაზე (N23), ხოლო მეორე - ლერმონტოვის ქუჩაზე. თუმცა ეს უკანასკნელი შედარებით გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის. გარდა იმისა, რომ ეს ისტორიული ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს, მას მემორიალური მნიშვნელობაც აქვს. ამ შენობაში 1909-1971 წლებში, ცნობილი ქართველი მსახიობი - სერგო ზაქარიაძე ცხოვრობდა, ხოლო 1959 წელს, მისი მონაწილეობით გადაღებულ ქართულ კლასიკურ ფილმში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ სწორედ ეს კიბეა გადაღებული, თბილისის სხვა რამდენიმე ღირსშესანიშნავ კიბესთან ერთად.

ნახეთ პროექტის ვებგვერდი

„კიბის პროექტის“ საინიციატივო ჯგუფს, რომელთა შემადგენლობაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი პროფესიონალები და ახალგაზრდა არქიტექტორები არიან, ამ ხვეული კიბის საუკეთესო სტანდარტებით რესტავრაცია აქვს მიზნად. პროექტის მთავარი ღირებულება, მისი ადგილობრივი მოსახლეობის, მოხალისეების, სტუდენტების, მოქალაქეების ჩართვით განხორციელებაა.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საინიციატივო ჯგუფს საჭირო სამეცნიერო კვლევების ჩატარებაში დაეხმარა.

კიბის რესტავრაციას მხარი შეგიძლიათ დაუჭიროთ GoFundMe-ზე: