პირველი რესპუბლიკები (1918-1920/21) სამხრეთ კავკასიაში: სახელმწიფოებრიობის ხანმოკლე გამოცდილებები

თარიღი: 11-12 ოქტომბერი, 2021

კონფერენცია ჩატარდება ონლაინპლატფორმა ზუმის მეშვეობით.

დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/3zkzLZX 

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური და რუსული (სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება).

დღის წესრიგი ინგლისურადდღის წესრიგი სომხურად, დღის წესრიგი აზერბაიჯანულად

სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად ატარებს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციას მეხსიერების პოლიტიკაზე. კონფერენციაზე მომხსენებლები ისაუბრებენ სამხრეთ კავკასიის პირველი რესპუბლიკების საფუძვლების და მემკვიდრეობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკების არსებობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა წითელი არმიის შემოჭრის გამო, მათი მემკვიდრეობის ახლებურმა ინტერპრეტაციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პოსტსაბჭოთა ერისა და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ბოლო დროს, მკვლევრებსა და მეცნიერებს შორის, გაზრდილია 1918-1920/21 წლების მიმართ ინტერესი, თუმცა, აუცილებელია სისტემატური მუშაობის გაგრძელება ისტორიის ამ მნიშვნელოვან პერიოდზე საჯარო ინტელექტუალების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, მკვლევრებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციაზე ჩვენს მომხსენებლებთან ერთად შევეცდებით, განვიხილოთ, ერთი მხრივ, ის გეოპოლიტიკური და შიდაპოლიტიკური ვითარება, რასაც მოჰყვა პირველი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადება, მეორე მხრივ კი, დაგეგმილი დისკუსიების ფარგლებში, ყურადღებას გავამახვილებთ პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტების მიერ გატარებულ სხვადასხვა რეფორმასა და პოლიტიკურ მოდელზე. კონფერენციის მთავარი კითხვაა, რა შეგვიძლია ვისწავლოთ პირველი რესპუბლიკების გამოცდილებების შესახებ დღევანდელი სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, თავის პარტნიორებთან ერთად, ხელს უწყობს კვლევასა და დისკუსიას მეხსიერების პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე და მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას. კონფერენციის განმავლობაში ისტორიის, ანთროპოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით მომუშავე მეცნიერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ მეხსიერების პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.

დღე პირველი: 11 ოქტომბერი, 2021

12:00 - 12:15 (თბილისის, ბაქოს, ერევნის დროით)

მისალმება - დოქტ. სონია შიფერსი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი და გიორგი გვალია, ვიცე-რექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

12:15 - 13:15 დიალოგი: ქეთევან გურჩიანი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტიმოთი ბლაუველტი, პროფესორი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების მიმართულებით. საუბრის თემა: 1918 წლის ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა: ფედერაციული მისწრაფებები, გეოპოლიტიკა და ეროვნული პროექტები.

13:15 - 14:45 დისკუსია (I): პირველი რესპუბლიკების პოლიტიკური იდეალები: სახელმწიფოებრიობის დავიწყებული მოდელები?

მომხსენებლები:

-   რიჩარდ ჰოვანისიანი, ისტორიკოსი და ემერიტუს პროფესორი, კალიფორნიის უნივერსიტეტი;

-   ირაკლი ირემაძე, ისტორიის დოქტორანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

-  დოქტ. ნიგარ მაქსველი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;

მოდერატორი: ნატალია ალხაზიშვილი, დირექტორი, გამომცემლობა „ზიარი“, და გამგეობის წევრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

14:45 - 15:00 შესვენება

15:00 - 16:30 დისკუსია (II): ეროვნული ინსტიტუტების დაარსება, როგორც მნიშვნელოვანი ეტაპი: პირველი რესპუბლიკების კულტურული და საგანმანათლებლო პოლიტიკა

მომხსენებლები:

-     ალთაი გოუიშოვი, ისტორიკოსი, ბაქოს კვლევის ინსტიტუტი;

-      ლილიტ მკრტიჩიანი, ისტორიის დოქტორანტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

-      ლელა გაფრინდაშვილი, ფილოსოფოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

მოდერატორი: ნიკა მუსავი, მწერალი და ჟურნალისტი.

დღე მეორე: 12 ოქტომბერი, 2021

15:00 - 16:30 დისკუსია (III): ისტორიის გადაწერა: პირველი რესპუბლიკების შესახებ ოფიციალური ნარატივების ცვლილება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიაში

მომხსენებლები:

-   ირაკლი ხვადაგიანი, მკვლევარი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია;

-   ნაირა საჰაკიანი, ისტორიის დოქტორანტი, სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი;

-   სევილ ჰუსეინოვა, სოციალური ანთროპოლოგი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ევროპის ეთნოლოგიის ინსტიტუტი;

მოდერატორი: ევია ჰოვანისიანი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი.           

16:30 - 17:45 შესვენება

17:45 - 19:15 დისკუსია (IV): პირველი რესპუბლიკების მემკვიდრეობა დღევანდელი გადასახედიდან

მომხსენებლები:

- აშოტ ვოსკანიანი, ფილოსოფიის დოქტორი, ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევის ცენტრი სომხეთში;

-  დიმიტრი სილაქაძე, მოწვეული ლექტორი, ისტორიის მიმართულება, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 

-  დოქტ. ზაურ გასიმოვი, ბონის უნივერსიტეტი;

მოდერატორი: ელენე კეკელია, სოციოლოგიის დეპარტამენტი, ვირჯინიის უნივერსიტეტი.

19:15 - 19:40 კონფერენციის შეჯამება