ზრუნვის შრომის ეკონომიკური და პრაქტიკული გამოწვევები ქალების ყოველდღიურობაში (2021)

COMMUNICO SOCIETY LOGO

საქართველოში, ზრუნვის შრომა, მიჩნეულიაქალის მოვალეობად“, ის უჩინარი შრომაა და არ არის ადეკვატურად მხარდაჭერილი სამთავრობო სამსახურების მიერ. ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკიდან სრულიად გამოტოვებულია, ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების საჭიროებები. სახელმწიფოს დამოკიდებულება განსაკუთრებით იკვეთება, რამდენიმე ძირითად პრობლემასთან დაკავშირებით, ესენია: დეკრეტული შვებულების მოქმედი კანონი; ქვეყანაში ბავშვთა მოვლისათვის ხელშემწყობი საშუალებების ნაკლებობა; ზრუნვის სამუშაოს გენდერული ნიშნით გადანაწილება, ბავშვთა კვების პროდუქტებზე მაღალი ფასი და ..

ორგანიზაციაკომუნიკოს საზოგადოებისმიერ შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში, იგეგმება, ინტევიუების, დისკუსიებისა და მულტიმედიური მასალების მომზადება, ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების, ყოველდღიური გამოწვევების, მათი გამოცდილებებისა და საჭიროებების შესახებ. სტატიები დაეთმობა შემდეგ თემებს: მარტოხელა დედები, ბავშვთა კვება, სოფლად მცხოვრები ქალების შრომა და მასწავლებლები, როგორც დაბალანაზღაურებადი და უღიარებელი ზრუნვის შრომის გამწევები.

პროექტის მიზანია, ფართო საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს ზრუნვის შრომის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე, ამასთან, დაუპირისპირდეს ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების, ეკონომიკური და გენდერული ნიშნით ექსპლუატაციას.

პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს ზრუნვის შრომის, როგორც, საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შრომის აღიარებას და მის სათანადოდ დაფასებას სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით.