ჰაინრიჰ ბიოლი

ბიოგრაფია

ჰაინრიჰ ბიოლი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი მწერალია.

1972 წელს ჰაინრიჰ ბიოლს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

მისი ცხოვრების მანძილზე ჰაინრიჰ ბიოლი იდგა ყოველგვარ იდეოლოგიურ ზღვარზე მაღლა, ერთგულად უჭერდა რა მხარს დევნილ კოლეგებს, სამოქალაქო უფლებათა აქტივისტებსა თუ პოლიტიკურ პატიმრებს.

ჰაინრიჰ ბიოლი წლების მანძილზე იყო საერთაშორისო პენ-ცენტრის პრეზიდენტი.
მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომებია: "ჩვენი ადრეული წლების პური", "ბილიარდი ათის ნახევარზე", "კლოუნის თვალთახედვა", "ჯგუფური პორტრეტი ქალთან", "კატარინა ბლუმის დაკარგული ღირსება", "ქალი მდინარის ფონზე" და "ირლანდიური ჟურნალი".

Heinrich Boell and Nodar Kakabadze

ჰაინრიჰ ბიოლი საქართველოში: დასავლელი მოგზაური და აღმოსავლელი დისიდენტი: ნონკონფორმისტული ხიდი