დერეკ უოლი
ინგლისისა და უელსის მწვანეთა პარტიის საერთაშორისო კოორდინატორი

დერეკ უოლი ინგლისისა და უელსის მწვანეთა პარტიის საერთაშორისო კოორდინატორია. დერეკი მწვანეთა პარტიას 1980 წელს შეუერთდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ეკოლოგიური პარტიის სახელწოდებით იყო ცნობილი. 2005-2007 წწ დერეკ უოლი იყო მწვანეთა პარტიის სპიკერი და უინკფილდის (ბერქშირი) ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

მას გამოქვეყნებული აქვს 11 წიგნი მწვანე პოლიტიკის თემატიკაზე. ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმითის კოლეჯში ის ასწავლი ახალ რადიკალური პოლიტიკურ ეკონომიკას. მის აკადემიურ ინტერესს წარმოადგენს ელინორ ოსტრომის, ეკონომიკის დარგში ჯერ-ჯერობით ერთადერთი ნობელის პრემიის მფლობელი ქალის, ნაშრომი. 

აგრეთვე, დერეკ უოლი არის მწვანე მემარცხენეების და ეკოსოციალისტების საერთაშორისო ქსელის დამფუძნებელი. კამპანიის "მშვიდობა ქურთისტანში" ფარგლებში ის მჭიდროდ თანამშრომლობს ქურთ აქტივისტებთან დიდ ბრიტანეთში.