ომები, სახელმწიფოებრიობის რღვევა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები - სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის დაშლიდან ათ წელიწადზე მეტ ხანს იდგა ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე. სახელმწიფოებრივი სტრუქტურების კონსოლიდაციის, ტერიტორიული კონფლიქტების თუნდაც დროებით გაყინვის და დასავლეთ ევროპასთან დაახლოების შემდეგ ყურადღების ცენტრში სექსუალური უმცირესობების უფლებები მოექცა. 2000-იანი წლების დასაწყისიდან, სამივე სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს ევროსაბჭოში მიღების პროცესში, პირველ რიგში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია მოხდა. ამის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის ეს ყოფილი სამი რესპუბლიკა დისკრიმინაციის საბოლოო აღმოფხვრიდან ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არიან. მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ორი პარაგრაფი. რეგიონის ამ სამ სახელმწიფოში ლგბტ-პარტნიორობის ან მათ ჰეტეროსექსუალურ წყვილებთან გათანაბრებაზე დღესდღეობით ლაპარაკიც ზედმეტია.
აბრევიატურა ლგბტ თავს უყრის ყველა სექსუალურ უმცირესობის აღმნიშვნელ ცნებებს: ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსი. ტრანსი, თავის მხრივ ზემდგომი ცნებაა და აერთიანებს რამდენიმე ჯგუფს: ტრანსგენდერი: პიროვნებები, რომლებისთვისაც მამაკაცად და ქალად დაყოფა არაა ცალსახა; ტრანსიდენტები: პიროვნებები, რომლებიც დაბადებით საწინააღმდეგო სქესისადმი კუთვნილებას გრძნობენ, თუმცა არ სურთ ქირურგიული ან მედიკამენტოზური ჩარევით სქესის შეცვლა; და ბოლოს ტრანსსექსუალები, რომლებიც იცვლიან სქესს, რათა შეძლონ იმ სქესით ცხოვრება, რომელსაც ისინი თავისად აღიქვამენ.
ვინც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას აპირებს, სამივე ქვეყანაში მოუწევს ულტრაკონსერვატიულ წარმოდგენებთან და ღრმად ფესვგადგმულ აგრესიასთან დაპირისპირება, რომელიც ეხება ყველას, ვინც ტრადიციულ გენდერულ და ოჯახურ სტრუქტურებს კითხვის და საფრხის ქვეშ აყენებს. დემოკრატიული ღირებულებების და უმცირესობათა უფლებების აღქმის სუსტად გამოხატული ფორმები არ არის მხოლოდ საბჭოური მემკვიდრეობა. ამას ემატება წარსულში საუკუნოვანი უცხოური ბატონობის დროს არსებული საფრხის განცდა, რომელიც თითოეული ქვეყნის კულტურას, ენას და რელიგიას ემუქრებოდა. საქართველოში ადამიანთა ცნობიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი მთიანი ყარაბაღის ომის განცდა.
ისედაც პატრიარქალური საზოგადოებების აღქმაში, სადაცგარეშე მტრების წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანობას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ენიჭება, მნიშვნელოვანია ისეთი მამაკაცური თვისებები, როგორებიცაა ძალა და სიმამაცე. ამგვარი მიდგომით აუცილებელია ქალების დაცვა, რომლებიც საზოგადოებაში თვალშისაცემ როლს არ უნდა თამაშობდნენ. პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ოჯახის და ერის გადარჩენის უზრუნველყოფას, მათ შორის, მომავალ თაობებშიც. ჰომოსექსუალ ქალებს და მამაკაცებს, მაგალითისთვის, უმეტეს შემთხვევაში ოჯახის სირცხვილად აღიქვამენ, ყველაფერთან ერთად იმიტომაც, რომ ისინი,ნათესავების აზრით, საფრთხეს უქმნიან ოჯახების მომავალ არსებობას და მათ ჩართულობას სოციალურ გარემოში. ეს კი შეიძლება სიკვდილით მუქარის მიზეზიც კი გახდეს.
ამასთან გეი ან ტრანსსექსუალი მამაკაცები საზოგადოებაში აღიქმებიან როგორც საფრთხე არმიის თავდაცვისუნარიანობისთვის. უცოდინრობა ბადებს შიშს, თითქოსდა შეიძლებოდეს ახალგაზრდების ჰომოსექსუალობით ინფიცირება ან განსხვავებული ორიენტაციის იძულებით თავს მოხვევა, რათა ამგვარად საზოგადოების შიგნიდანრღვევას შეეწყოს ხელი. ამიტომაა, რომ ჰომოსექსუალიზმს როგორც დასავლური ღირებულებების იმპორტის ნეგატიურ მაგალითს ხშირად იყენებენ ისინი, ვინც დემოკრატიზაციის და ადამიანთა უფლებების დაცვის წინააღმდეგია.
იმის გამო, რომ სამი ტერიტორიული კონფლიქტიდან დღემდე არცერთი არაა მოგვარებული და შედარებით ძლიერი მეზობელი ქვეყნები რუსეთი, თურქეთი და ირანი პოტენციურ მუქარად აღიქმება, სამივე სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოში მყარია განცდა, რომ ერის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნება აუცილებლობას წარმოადგენს. რეგიონის სახელმწიფოების მთავრობები გასულ წლებში კარგად ახერხებდნენ გარედან მომდინარე საფრთხის წინაშე არსებული შიშის გამოყენებას ქვეყნის შიგნით საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად, სომხეთსა და აზერბაიჯანში უფრო მეტად ვიდრე საქართველოში.
სამართლებრივი თვალსაზრისით ლგბტ-პიროვნებების უფლებები ყველაზე უკეთ მაინც საქართველოშია დაცული.საქართველო ამავე დროს დასავლეთზე ორიენტაციის და დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ყველაზე წინწასულია. წელს საქართველოში პირველად გავიდნენ აქტივისტები ქუჩაში, რათა ღიად დაეჭირათ მხარი ლგბტ-უფლებებისთვის. ეს შეიძლება წინსვლად ჩაითვალოს, იმის მიუხედავადაც, რომ დემონსტრაციის დროს ულტრაორთოდოქსი ქრისტიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა აქტივისტებზე თავდასხმას, პოლიცია კი თავდაპირველად წესრიგს მხოლოდ პასიურად ამყარებდა.
აზერბაიჯანში ჯერ-ჯერობით არავის გაუბედავს, ლგბტ-უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსვლა. თუმცა მთავრობა მხარს უჭერს ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელიც სექსუალური უმცირესობების ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციაზე ზრუნავს. ამასთან აზერბაიჯანის კულტურის ორიენტალისტური ხასიათის გამო არსებობს რამდენიმე, მცირერიცხოვანი პროფესიული და სოციალური ნიშა, სადაც სექსუალურ უმცირესობებს, როგორებიცაა გეი და ტრანსსექსუალები მოთმინებით ეკიდებიან. გარდა ამისა ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა გადახვევა, ან ქუჩაში ხელკავით სიარული როგორც მამაკაცებს ისე ქალებს შორის საჯაროდაც მისაღებია მანამ, სანამ ეს ყოველივე მჭიდრო მეგობრობის სიმბოლოდ და არა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლის ერთმანეთის მიმართ სექსუალურ ლტოლვადაღიქმება. ჰომოსექსუალობის საჯარო თემატიზაციის ერთადერთ მიზანს, თითქმის ყოველთვის, მიუღებელი პიროვნებების დისკრედიტაციაწარმოადგენს.
ეჭვგარეშეა, რომ ლგბტ-პიროვნებების მდგომარეობა ყველაზე მძიმედ სომხეთშია. პოლიტიკურად და ისტორიულადაა განპირობებული, რომ ეს ქვეყანა მეტად იზოლირებულია, ხოლო თითქმის მხოლოდ ეთნიკური სომხებისგან შემდგარი საზოგადოება ძალზე ჩაკეტილია. გასულ წლებში სომხეთის საზოგადოებაში ინტეგრაციასომხური დიასპორის წევრებისთვისაც კი სირთულეებთან დაკავშირებული აღმოჩნდა. ამგვარად საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სფეროს წარმომადგენლები უარს ამბობენ ლგბტ-უფლებების ნებისმიერი სახით აღიარებაზე.
2012 წლის გაზაფხულზე ჩატარებული „მრავალფეროვნების მარში“, რომელიც ლგბტ-უფლებებს არც კი ეხებოდა, პოლიციის ჩარევის მიუხედავად ჩაშლილი იქნა. ჰომოსექსუალების მიმართ კეთილგანწყობილ ბარზე თავდასხმას მრავალი პოლიტიკოსი მიესალმა. სომხური დიასპორის ფინანსურად და პოლიტიკურად გავლენიანი წრეები ასევე ძალზე კონსერვატიულები არიან და ახდენენ მათი წინაპრების სამშობლოს შესახებ მოძველებული წარმოდგენების გენერირებას. მხოლოდ მცირერიცხოვან აქტივისტებს ჰყოფნით სომხეთში ლგბტ-უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელების გამბედაობა და ენერგია. გაზაფხულის მოვლენების შემდეგ ათამდე ლგბტ-პიროვნებამ და აქტივისტმა დატოვა ქვეყანა. ზოგიერთი აქტივისტი ვარაუდობს, რომ მთავრობას სურს მოახლოებული 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაასაარჩევნო კამპანიაში ლგბტ-პიროვნებების მიმართ მძლავრად გამოკვეთილი სიძულვილი საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს.
ლგბტ-პიროვნებების წინააღმდეგ არსებული, ღრმად ფეხმოკიდებული სტერეოტიპების ისევე, როგორც მძიმე პოლიტიკური და სოციალური პრობლემების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ სიტუაცია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უახლოეს დროში კარდინალურად შეიცვალოს.
2013 წელს, სომხეთის ანალოგიურად,აზერბაიჯანშიც ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მოსალოდნელია, რომ მთავრობა გასული არჩევნების მსგავსად ამჯერადაც შეეცდება საზოგადოებრივი პროცესების კონტროლის ქვეშ მოქცევას და მთავრობის მიმართ ნებისმიერი კრიტიკული აქტივობის აღკვეთას. მაშინაც კი, თუ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობის შიგნით მოხდება გარკვეული თაობათა ცვლილება, ან ხელისუფლებაში ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალა მოვა, მეტ-ნაკლები დარწმუნებით მაინც შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ლგბტ-პიროვნებების უფლებები მაინც არ იქნება დაცული. როგორც ხელისუფლებაში მყოფი პარტიის, ისე ოპოზიციის ახალგაზრდა თაობა კიდევ უფრო კონსერვატიულადაა განწყობილი.
იგივე შეიძლება ითქვას სომხეთის შესახებაც. მოსახლეობის ღრმად ფესვგამდგარი შიში და სტერეოტიპები ლგბტ-პიროვნებებთან დაკავშირებით შესაძლებელია ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს ისევე როგორც უფლებადამცველებსა და, მოგვიანებით, მოსახლეობაში სიანფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის შედეგად მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში იქნას აღმოფხვრილი. თუმცა უნდა დიდია იმის ალბათობაც, რომ მოხდება პირიქით: აგრესია უმცირესობების მიმართ შემდგომშიც იქნება გამოყენებული როგორც ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
ლგბტ-პიროვნებების უფლებების რეალიზების ყველაზე დიდი შესაძლებლობა საქართველოში არსებობს. ეს ქვეყანა ყველაზე წინ არა მარტო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წავიდა. აქ მოვლენები საკმაოდ აქტიურად ვითარდება და არსებობს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, პირველ რიგში სტუდენტებს შორის, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საზოგადოებრივი თანასწორობის მისაღწევად. გარდა ამისა, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახალმა მთავრობამ აიღო ვალდებულება შეინარჩუნოს დასავლეთ ევროპაზე აღებული კურსი. ლგბტ-პიროვნებების დასაცავად გატარებული სხვა სამართლებრივი ღონისძიებები შესაბამის სიგნალად იქნებოდა აღქმული. ჯერ კიდევ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ახალ ოპოზიციას, მათი დასავლური და დემოკრატიული ორიენტაციის დასამტკიცებლად, შეუძლია პარლამენტში უმრავლესობაზე გარკვეული ზეწოლის მოხდენა უმცირესობათა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.