პირველი რესპუბლიკები (1918-1920/21) სამხრეთ კავკასიაში: სახელმწიფოებრიობის ხანმოკლე გამოცდილებები გამოქვეყნებული: 20 სექტემბერი 2021 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად ატარებს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციას მეხსიერების პოლიტიკაზე. კონფერენციაზე მომხსენებლები ისაუბრებენ სამხრეთ კავკასიის პირველი რესპუბლიკების საფუძვლების და მემკვიდრეობის შესახებ.
რევოლუციიდან ომამდე: სომხეთის შიდაპოლიტიკური მოვლენები გამოქვეყნებული: 29 დეკემბერი 2020 მთავრობაში დიდმა ცვლილებებმა შეიძლება დროებით ვითარება დაამშვიდოს, თუმცა ეს მხოლოდ პრობლემის დროებითი გადაჭრა იქნება, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გზა ვერ შეძლებს არსებულ გამოწვევებზე პასუხს. ავტორი გორ მადოიანი
არასტაბილური მშვიდობა - მთიანი ყარაბაღი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გამოქვეყნებული: 24 ნოემბერი 2020 სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცოტა ხნის წინ მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამხრეთ კავკასიის ამ ორი სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი გეოპოლიტიკური და შიდა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ავტორი შტეფან მაისტერი
სომხურ-ქართული მეზობლობა: მსგავსი მიმართულებები თუ განსხვავებული გზები? გამოქვეყნებული: 15 დეკემბერი 2017 საქართველო და სომხეთი ცდილობდნენ კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას საუკუნეების განმავლობაში. ამ ორ ქვეყანას შორის გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სამეზობლო კონკურენცია, თუმცა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ამ ქვეყნების მთავრობებმა გადადგეს მთელი რიგი ნაბიჯები რათა განევითარებინათ საერთო ინიციატივები კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში. სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის რეგიონულ დიალოგს.
სომხეთი და საქართველო: მდგრადი ურთიერთობა გამოქვეყნებული: 15 დეკემბერი 2017 ისტორიამ და გეოგრაფიამ სომხეთსა და საქართველოს ერთმანეთის მეზობლობა და ვეება იმპერიათა შორის რთული არსებობა არგუნა. მათი ურთიერთობა ყოველთვის როდი იყო უღრუბლო, მაგრამ მაინც მეტწილად ხასიათდებოდა სიახლოვისა და თანადგომის სულისკვეთებით. დღესაც, მიუხედავად ზოგიერთი ფაქტორისა, რომელიც ამ ორ ქვეყანას საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს, მათი ურთიერთობები არსებითად კარგია. ავტორი გიორგი თარხან-მოურავი
ქართულ-სომხური მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების აუცილებობა გამოქვეყნებული: 15 დეკემბერი 2017 ქართულ-სომხურ ურთიერთობებს საუკუნეების ისტორია აქვს. როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სომხები და ქართველები იმ იშვიათ ხალხად ითვლებიან, რომლებსაც საერთო ისტორია აერთიანებთ. სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს სიტუაცია განაპირობა პოლიტიკურმა, კულტურულმა და სოციალურმა დინამიკამ და გამოწვევებმა. ავტორი არსენ ხარატიანი
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები: შემცირებული სარგებელი გამოქვეყნებული: 16 ოქტომბერი 2017 ვებ-დოსიე საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთი მუდამ იდგა მძიმე არჩევანის წინაშე სუვერენობას და უსაფრთხოებას შორის. უსაფრთხოების ნაკლებობის გამო, რომელიც წარმოქმნა მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის ომმა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, სომხეთი ეყრდნობა რუსეთს როგორც თავის “სტრატეგიულ პარტნიორს“ და უსაფრთხოების მიმწოდებელს. ავტორი რიჩარდ გირაგოსიანი
ახალგაზრდული აქტივიზმის მწვანე პერსპექტივები სომხეთსა და საქართველოში გამოქვეყნებული: 18 აპრილი 2016 2016 წლის 22-24 მარტს, ქ. წახკაძორში (სომხეთი) ჩატარდა მწვანე აკადემიის საგაზაფხულო შეხვედრა ახალგაზრდული აქტივიზმის მწვანე პერსპექტივები სომხეთსა და საქართველოში. ღონისძიება სოციალური ტრანსფორმაციისა და მდგრადი განვითარებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისთვის, გარემოს დამცველებისთვის, ფემინისტებისთვის და ურბანისტებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომლის წლევანდელი პროგრამა მწვანე პოლიტიკის დისკურსში სხვადასხვა საკითხების გადააზრებას დაეთმო.