პერფორმანსი “საზღვრებს მიღმა დაკავშირებული ისტორიები” (2014)

Კითხვის დრო: 2 წუთი

სტერეოტიპების რღვევა და იმ ადამიანების ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება, რომლებიც „მტრებად“ ითვლებიან - სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ახალგაზრდა სომეხი და თურქი ქალების ჯგუფი გაერთიანდა.  ისინი ქმნიან ინოვაციურ და შთამაგონებელ პლატფორმას, სადაც ქალებს შეეძლებათ მშვიდობისა და სოლიდარობის აღდგენაზე დახურულ თურქულ-სომხურ საზღვრებს მიღმა იმუშაონ. 

ჯგუფის პირველი შეხვედრა 2013 წელს სტამბულში შედგა. სურვილი, შეექმნათ ქალების ხელმძვანელობით და ქალებზე ორიენტირებული სამშვიდობო ინიციატივა, სადაც ზეპირსიტყვიერი ისტორიები და პერფორმანსის ხელოვნება თურქულ-სომხური დიალოგის წამოწყების საშუალება გახდებოდა. პროექტის შემდგომ ეტაპზე ზეპირსიტყვიერი ისტორიების ვორქშოპი და ინტერვიუები ჩატარდა, რაც საბოლოოდ ამ ინტერვიუებზე დაფუძნებული, ერთობლივი პერფორმანსის შექმნით დასრულდა.  ინტერვიუების ცენტრალურ ფოკუსს ქალის სექსუალობა წარმოადგენდა. თურქულ-სომხურ ენაზე შექმნილი პერფორმანსი მადრასას თეატრში დაიდგა (Sirince, Turkey).

2014 წელს ჯგუფს სურდა  შემდგომი შეხვედრის სომხეთში ორგანიზება. ეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ოფისების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. 2014 წლის შეხვედრა არა-ვერბალური კომუნიკაციის ტექნიკის, ისტორიების თხრობისა და პერფორმანსის მეთოდებზე იყო ფოკუსირებული. 2 კვირიანი ვორქშოფების შემდეგ შეიქმნა პერფორმანსი, რომელიც ძირითადად სხეულის მოძრაობებზეა  აგებული. ეს გახლავთ კარგი მაგალითი იმ წარმატებისა, რასაც მონაწილეებმა ერთმანეთის უსიტყვოდ გაგების და შეგრძნების კუთხით მიაღწიეს. პერფორმანსი საკუთარი თავისა და სხვა მონაწილეების მიმართ ნდობის გაჩენის შედეგია, რაც ქალების დიდი ჯგუფის 2 კვირიანი თანაცხოვრებისა და მუშაობის პროცესში გაძლიერდა. საბოლოო წარმოდგენა აგდზაქსსა (Aghdzq) და ერევანში (ხელოვნების ლაბორატორიაში Art Lab)  დაიდგა.

2014 წლის პროექტი ფართოდ გავრცელდება და გასაჯაროვდება დოკუმენტური ფილმის საშუალებით, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. ამავდროულად, პერფორმანსის 4 წევრი ნოემბრის ბოლოს (27-30 ნოემბერი) ბრატისლავაში გაემგზავრება Divadlo Bez Domova-ს თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას მისაღებად. ფესტივალი კარგი საშუალება იქნება ჯგუფის წევრების გასაძლიერებლად და პროექტის შესახებ საერთაშორისო თეატრალურ წრეებში ინფორმაციის გასავრცელებლად.   

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/LinkingOurStories

ბლოგი: www.linking-our-stories.blogspot.com

ვებ-გვერდი: www.linkingourstories.com