არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალები რეგიონის განვითარებისთვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახირციელა პროექტი „ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ გენდერული ძალადობის დასაძლევად“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში (კერძოდ, გურიაში) გენდერული ცნობიერების ამაღლება, დისკრიმინაციისა და ძალადობის ფარული არსის გაცნობიერებისა და გენდერული სტერეოტიპების გააზრების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ღონისძიება: ტრენინგის „გენდერული ძალადობა“ მომზადება, სამიზნე თემებში მონაწილეთა მობილიზება და ინსტრუქტორების მომზადება, საინფორმაციო კამპანიისთვის ბროშურის მომზადება, გენდერის თემაზე დისკუსიების ციკლის და გენდერულ თანასწორობაზე „მამაკაცური საუბრების“ ჩატარება, ქალებთან და გოგონებთან ზეპირი ისტორიების ჩაწერა ნაადრევ ქორწინებაზე და სხვ.
პროექტის ფარგლებში მომზადდა პუბლიკაცია "დუმილი ვერ დაგიცავს"
პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი-ნოემბერი, 2015.