ფემინსტრიმი (2015)

ფემინსტრიმი (2015)

Creator: ქალთა ფონდი საქართველოში. All rights reserved.

ქალთა ფონდმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა რადიოგადაცემის ფემინსტრიმი ციკლი. პროექტი ხორციელდებოდა რადიო თავისუფლებასთან და ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით.

პროექტის ფემინსტრიმი მიზანი იყო ქალთა საკითხებზე პროგრესული საზოგადოებივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ქართულ რადიო სივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის შექმნა, რომელიც მთლიანად მოემსახურება ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გენდერულ თანასწორობის შესახებ ცოდნისა და მგრძნობელობის გაზრდას, ქალთა ინსპირაციასა და სოლიდარობას.

ფემინსტრიმი რადიო თავისუფლების ეთერში (FM 107.4) გენდერული ამბების პროგრამის ფარგლებში ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათზე გადიოდა (2015 წლის თებერვალი-ივლისი). განმეორებით ფემინსტრიმის მოსმენა შესაძლებელი იყო ყოველ შაბათს 13:00 საათზე რადიო თავისუფლების ეთერში. ასევე ყოველ ოთხშაბათს 21:00 საათზე და ხუთშაბათს 10:00 საათზე "ფემინსტრიმის" ჩანაწერი გადიოდა ArtArea-ს ეთერში.

რადიო გადაცემის ფორმატი:
დღის დიალოგი – ქალთა უფლებრივი მდგომარეობის აქტუალური საკითხები, განხილული ფემინისტური თეორიების ჭრილში;
ფემინისტური მუსიკა – ინფორმაცია ფემინისტური ჯგუფებისა და შემსრულებლების შესახებ, ფემინისტების საკულტო სიმღერების პრეზენტაცია;
ქალის ამბავი – ქალთა დაკარგული წვლილი და ისტორიები.

რადიოგადაცემების მოსმენა>>

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება