ლექციების ციკლი: „ქალები სომხეთში: დაკარგული ისტორიების ძიებაში“ (2015-2016)

Კითხვის დრო: 2 წუთი

ორგანიზაცია „ქალთა რესურს ცენტრმა“ (სომხეთი) ფონდის ინიციატივითა და  ფინანსური მხარდაჭერით სალექციო კურსი მოამზადა ფემინიზმის შესახებ. ლექციების პირველი ციკლი 2015 წლის სექტემბერ-ნოემბერში ერევანში ჩატარდა, ხოლო მეორე ციკლი 2016 წლის მაისი-ივლისში იგეგმება.

ინტერდისციპლინარული ლექციები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ლექტორების  და ექსპერტების მიერ იქნა შემუშავებული. ლექციების წერილობითი ვერცია გამოიცემა პუბლიკაციის სახით.

დასწრებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო იმეილი: siranhovhannisyan(at)ysu.am

 

2015 წლის სალექციო კურსი თემები და ავტორები:

  1. 17 სექტემბერი: „მითები ფემინიზმის „საფრთხეების“ შესახებ: ფემინიზმის აღქმა სომხურ საზოგადოებაში“ (ანა ვოსკანიანი, სოციალური სამუშაოს ექსპერტი);
  2. 1 ოქტომბერი: „შეჩერებული ფემინიზმი: როგორ შექმნა სომეხი ქალების ემანსიპირებისთვის არასასურველი გარემო სხვადასხვა ეკონომიკურმა ინტერესებმა და ცნებებმა“ (ნვარდ მანასიანი, განათლების ექსპერტი);
  3. 15 ოქტომბერი: „ქალთა მოძრაობა სომხეთში“ (ანაჰიტ ჰარუთუნიანი, ლინგვისტიკის დოქტორი);
  4. 29 ოქტომბერი: „ქალები სომხურ პოლიტიკასა და პოლიტიკურ მეტყველებაში/ტექსტებში“ (რუზანა ცატურიანი, ენთნოგრაფი);
  5. 5 ნოემბერი: "როგორი შეიძლება იყოს ფემინისტი? გაბრაზებული, გლამურული, აბეზარი, „ფემინაცი“ და სხვა ფემინისტები" (თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი);
  6. 12 ნოემბერი: „ქალები სომხურ მას-მედიაში“ (ანა გევორგიანი, ირანისტიკის სპეციალისტი);
  7. 26 ნოემბერი: „ქალების ხელოვნება ფემინისტური ხელოვნების პირისპირ: კატეგორიები და წინააღმდეგობები სომხურ თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკაში“ (სუსანა გიულამირიანი, ხელოვნების ლაბორატორიის და კულტურული კვლევების თავმჯდომარე).

ჩატარებული ლექციების საფუძველზე მომზადდა 6 სტატია და სომხურ ენაზე გამოიცა პუბლიკაცია. გარდა ამისა, სტატიები ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გამოქვეყნდა ჩვენს ვებ-საიტზე. სტატიების ჩამონათვალი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

  1.