(დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანია დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე ფემინისტური დისკუსიის წამოწყება. ასევე, ‘დედობის’ ცნების კრიტიკული გადააზრება დედების გამოცდილებასა და ფემინისტების ხედვაზე დაფუძნებით.
პროექტის ავტორი: გენდერის მკვლევარი და ფემინისტი, თამთა თათარაშვილი.
პროექტის ფარგლებში დადგეგმილია შემდეგი აქტივობები:
○ დედობის ცნების ანალიზი ფემინისტური თეორიების მიხედვით, ლიტერატურის მიმოხილვა;
○ ქართველ დედებთან 15 ზეპირი ისტორიის ჩაწერა და გაანალიზება;
○ საქართველოს რეგიონებში საჯარო დებატების ორგანიზება.
ფემინისტური ლიტერატურის შეჯერების და ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე პროექტის ბლოგზე გამოქვეყნდება სულ მცირე, 7 სტატია. სტატიების ნახვა შესაძლებელია ამ ლინკზე.