გაყოფილი სახლი

წარმოგიდგენთ დარო სულაკაურის პროექტს "გაყოფილი სახლი", სადაც ფოტოჟურნალისტმა თავი მოუყარა ფოტოებს, რომლებიც ასახავენ კონფლიქტებით დაზარალებული ადამიანების ყოველდღიურობას.

რას გრძნობ, როდესაც ზღვარზე ცხოვრობ... მუდმივად დაკარგვის ზღვარზე, ვთქვათ, შენი სახლის ნაწილის? ან როგორია, გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ შენი სახლი არის გაყოფილი ისე, რომ შენი მისაღები ოთახი არის შენს ქვეყანაში, მაგრამ შენი სამზარეულო - მტრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე?

ოსეთის სოფლებში მცხოვრებლებს უწევთ ამ რეალობისთვის თვალის გასწორება და, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტ მათგანს უჩნდება მსგავსი გამოცდილებები. 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ საქართველომ დაკარგა მისი ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის გამო, რამაც გახადა სამხრეთ ოსეთი დე-ფაქტო „სეპარატისტული“ რეგიონი. იქიდან მოყოლებული ეს ცვალებადი სიტუაცია მწვავდებოდა ცხრა წლის განმავლობაში. (მსგავსი დინამიკა იყო 1990-იან წლებში საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთის „სამშვიდობო“ ძალებს შორის). და მას შემდეგ, რაც ეს კონფლიქტები მოხდა, რუსეთის ოკუპანტი ძალები აგრძელებენ ფსიქოლოგიურ თამაშს მოსაზღვრე ნაწილებში მაცხოვრებლებთან... მათ შორის „მცოცავი საზღვრების“ ფენომენით რომელიც შეტყობინების გარეშე იცვლება... მცირე ან სრული უყურადღებობით - ნაკლები გამოხმაურება - საერთაშორისო თანამეგობრობისგან.

რუსეთის ოკუპაცია და ე.წ. ადმინისტრაციული „საზღვრების“ გადმოწევა გრძელდება საქართველოს ტერიტორიაზე. არავინ იცის დანამდივლებით, სად არის ხაზი, ის იმდენად ცვალებადია, ბევრ ადგილას კი სრულიად მოუნიშნავია. როდესაც სასეირნოდ გადიან, სოფელში მაცხოვრებელი ქართველები გაცნობიერების გარეშე საკუთარ თავს რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოაჩენენ, რაც იწვევს მათ დაპატიმრებას რუსი მესაზღრეების მიერ. მიიჩნევა, რომ სასაზღვრო ხაზები ეფუძნება ძველი საბჭოთა პერიოდის ტოპოგრაფიულ რუქას 1980-იანი წლებიდან.

გაოგნებული იმით, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიული საზღვრები შესაძლოა ასე ღიად იყო მანიპულირებული, დავიწყე ფოტოებზე აღმებეჭდა სხვადასხვა სოფლები, რომლებიც ესაზღვრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებს. მე ვეძებდი პასუხებს. რაც ვიპოვე იყო ღრმა საიდუმლოება.

მაშინ, როცა სამხრეთ ოსეთში საზღვარი მოცოცავს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის კონტროლირებად ტერტორიას შორის - ეს არის მიმდინარე, ყოველდღიური და სრულიად შეუმჩნეველი ცვლილება. ე.წ „კონფლიტური ზონების“ ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებსაც ხშირად არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან ან მობილურთან, ცხოვრობენ მუდმივ გაურკვევლობაში მიუხედავად იმისა, რომ მათი საცხოვრებლები მხოლოდ 100 კილომეტრით არის დაშორებული საქართველოს დედაქალაქ თბილისს. მათ შეუძლიათ ესტუმრონ თავიანთ ნათესავებს მავთულხლართებით გაკეთებული „საზღვრების“ გადაღმა მხოლოდ ოკუპირებული ძალების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში. მათ, შესაძლოა, სრულიად ჩვეულებრივ გაიღვიძონ ერთ დილას და აღმოაჩინონ, რომ მათი სახლი აღარ ეკუთვნის მათ სამშობლოს.

ჩემი ფოტოები იმ ადამიანებზეა, რომლებიც არიან ყველაზე მეტად დაზარალებულები: თვითონ ადგილობრივი მაცხოვრებლები. მე გადავიღე მათი სახლები, მათი სოფლები, მათი გარემო - ადგილები სადაც მათ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გაატარეს როგორც კონფლიქტის შემდგომი რეალობის ნაწილი. აქ არის რამდენიმე ამბავი „მცოცავი საზღვრის“ ან „საზღვრების გადაწევის“ მსხვერპლების შესახებ. მე ვიმედოვნებ, რომ მცირე შვებას მოვუტან მათ, ვინც გააჩუმეს გარკვეული გარემოებების გამო, და ასევე იმედი მაქვს, რომ ავამაღლო ცნობიერება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მომხდარი უკანონო ქმედებების შესახებ.