აგვისტოს ომის მემკვიდრეობა 10 წლის შემდეგ: ადამიანის ტვირთი
2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები გრძელვადიან ჩიხშია. დღესდღეობით, რეგიონული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის კუთხით მუშაობა უფრო გართულებულია. ეს ვითარება საფრთხეს უქმნის კონფლიქტების მხარეებს შორის არსებული დიალოგის შესაძლებლობებს და კიდევ უფრო მეტად აღრმავებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის იზოლაციის პროცესს.
ამ თვალსაზრისით სიტუაციის შეფასება ვთხოვეთ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს, რათა მას გაეანალიზებინა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განვითარებული მოვლენები და მათი გავლენა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე.
ანალიტიკურ სტატიასთან ერთად გთავაზობთ ინტერვიუს სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილთან ახალგორიდან და აგრეთვე ორ მულტიმედიურ მასალას: ფოტოჟურნალისტ დარო სულაკაურის ფოტოპროექტს „გაყოფილი სახლი“ და კინორეჟისორ სალომე ჯაშის ფილმს „დადუმებულები“. ამ მასალებით გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ ომის მემკვიდრეობის ის ტვირთი, რომელიც ცვლის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას და დღემდე აწევს მათ საომარი მოქმედებების შედეგად გავლებული საზღვრის ორივე მხარეზე.
დადუმებულები. სალომე ჯაშის ფილმი
SPEECHLESS - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeფილმი ექსპერიმენტია, მაყურებელი იმ ადამიანების მეხსიერებაში ჩაახედოს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომი საკუთარ თავზე გადაიტანეს. ეკრანზე არც ომის საშინელებათა ამსახველი კადრები ჩანს და არც სევდიან ისტორიებს ყვება ვინმე. ფილმი ომის განცდის გადმოსაცემად სულ სხვა ფორმულას მიმართავს. საქდოკ ფილმისა და Artefact Production-ის პროდუქცია