(მიმდინარე პროექტი) 2018 – 2021 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები".
პროექტის მიზანია კვლევის და ახალი ცოდნის დაგროვების გზით მოახდინოს ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებით და გადამამუშავებელ საქმიანობასთან დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული ასპექტების შესწავლა, ცოდნის დაგროვება, კრიტიკული არგუმენტების გაჩენა და შემუშავებული ალტერნატიული მიდგომების დისკურსად გარდაქმნა. ამასთან, პროექტის მიზანია თემაზე მომუშავე თუ მისით დაინტერესებული ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების უზრუნველყოფა, სადაც ინდუსტრიულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, საზოგადოების კრიტიკული მასის, აკადემიაში მოღვაწე საჯარო აქტორების, თემით დაინტერესებული მკვლევარების, აქტივისტების და სტუდენტების ძალთა კონსოლიდირებით შესაძლებელი გახდება აღნიშნული თემის საჯარო პოლიტიკაში წამოყენება და მის ახლებურად არტიკულირება, რათა გაჩნდეს ხედვა და პოტენციალი ინდუსტრიული რეგიონების ალტერნატიული განვითარების შესახებ.