1989 წელი: საპროტესტო აქციები და მათი გავლენა საქართველოს უახლეს ისტორიაზე

წინამდებარე ტექსტში წარმოდგენილია 1989 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციების წინაპირობები, ქრონოლოგია და სიმბოლური მახასიათებლები. კვლევის მიზანია 1989 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციების აღწერა პროტესტის რიტუალის თეორიის მეშვეობით, აქციის რიტუალური თუ სიმბოლური მახასიათებლების ახსნა და მისი ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირება. კვლევის ფარგლებში 9 აპრილი გადმოცემულია, როგორც მოვლენათა ერთობლიობა და არა, როგორც ერთი კონკრეტული თარიღი.

Teaser Image Caption
უჩა ოქროპირიძის ფოტო

2018 წლის 10 ნოემბერს, საბჭოთა არქიტექტურასთან დაკავშირებით, „ალ ჯაზირაზე“ გამოქვეყნდა ინტერვიუ[1] იური მეჩითოვთან. სიუჟეტში ფოტოგრაფი ამბობს, რომ 1989 წლის 9 აპრილს, მიტინგის მონაწილეები ასფიქსიით დაიღუპნენ და რომ საბჭოთა არმიას არავის მოკვლა არ სურდა. სიუჟეტში ჩანს, რომ ეს განცხადება ჟურნალისტისთვისაც მოულოდნელია. ინტერვიუს შემდეგ კადრში ის ამბობს: „გაბრაზებული ვარ.., ძალიან პატრიოტულად განვეწყვე“. ჟურნალისტის მსგავსად, მეჩითოვის ამ განცხადებას, საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ადამიანების მწვავე რეაქცია მოჰყვა. 30 წლის შემდეგ, 9 აპრილთან დაკავშირებული მღელვარება, თითქოს, კიდევ უფრო ძლიერდება. „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“[2] წევრები იური მეჩითოვის სახლთან შეიკრიბნენ და კარზე „ანტისაოკუპაციო“ სიმბოლოები და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სია გააკრეს[3]. ფოტოგრაფი მოღალატედ გამოაცხადეს[4]. მეორე დღეს, მეგობარმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმე ტექსტი გამომიგზავნა, სადაც ამ სიუჟეტის გამო იური მეჩითოვს ლანძღავდნენ და მოღალატეს უწოდებდნენ. ზოგი მის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვდა, ზოგიც – იზოლაციას. „მართლა, რა მოხდა 9 აპრილს?“ – მივწერე მეგობარს. „არ ვიცი“, – მივიღე პასუხი. სამ დღეში, იური მეჩითოვმა ვიდეომიმართვა გაავრცელა[5]: „ჩემო საყვარელო ხალხო, მე მინდა მოგმართოთ თქვენ და მე მინდა განვაცხადო, რომ მე საშინლად გული მტკივა, რომ მე ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემ თანამემამულეებს. ჩემი ასეთი განცხადებებით, რომელსაც არ ჰქონდა მიზეზი, ვინმესთვის ასეთი ტკივილი მიეყენებინა, მაგრამ ასე მოხდა“. იური მეჩითოვმა ბოდიში მოიხადა ხალხისთვის ტკივილის მიყენების გამო. ბოდიშმა დააცხრო საზოგადოებრივი განწყობები. ამ მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდა – რა მოხდა 9 აპრილს? და რატომაა ეს დღე ასეთი მნიშვნელოვანი ქართველებისათვის?

კვლევის სრული ვერსია წაიკითხეთ მოცემულ ბმულზე

 


[2] „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“; http://www.deoccupation.ge/about_idea

[3] აქცია ფოტოგრაფ იური მეჩითოვის წინააღმდეგ - პროტესტი პრორუსულ განცხადებებს; kavkasiatv-ს ვიდეო; https://www.youtube.com/watch?v=FgMK1Rxu7Ro

[4] „ეს 100%-იანი ქვეყნის ღალატია, მით უმეტეს, დღეს შექმნილი სიტუაციის ფონზე“; ინტერნეტმომხმარებლის კომენტარი, 2018.

[5] იური მეჩითოვის ბოდიში; https://www.youtube.com/watch?v=BISiI9FksFs