მეხსიერების აღდგენა მომავლისთვის (2020)

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი ფონდ ინდიგოსთან 2020 წლის მაისიდან თანამშრომლობს პროექტის - მეხსიერების აღდგენა მომავლისთვის ფარგლებში.

Კითხვის დრო: 1 წუთი
ინდიგო

პროექტის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის წინაპირობების და კონტექსტის შესახებ. კონფლიქტის ტრანსფორმაცია შეუძლებელია მეხსიერებაზე მუშაობის და კვლევის გარეშე. ამ მიზნის მისაღწევად, ომით დაზარალებული ადამიანების ზეპირი ისტორიები იქნება შეგროვებული და შესწავლილი. ზეპირი ისტორიების ჩაწერის პროცესში ახალგაზრდა ადამიანებიც იქნებიან ჩართული, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ  მიიღონ ცოდნა წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ და ასევე უკეთ გაიგონ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის კუთხით არსებული მდგომარეობა. ამასთანავე, გაზიარებული მეხსიერების პორტალი თავს მოუყრის კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მდგომი ადამიანების გამოცდილებებს და ხელს შეუწყობს მათ ასახვას საერთო ნარატივში. საბოლოო ჯამში, პროექტის ყველა აქტივობა მიზნად ისახავს რომ ერთი მხრივ, მოხდეს წარსულთან გამკლავება და არ განმეორდეს წარსულში დაშვებული შეცდომები, ხოლო მეორე მხრივ, გაიზარდოს ახალგაზრდა თაობის მგრძნობელობა და დისკუსია ამ საკითხების შესახებ და ასევე გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ დღის წესრიგზე.