მზის ენერგეტიკა საქართველოში
კვლევა მიზნად ისახავს მზის ელექტრული სადგურების შესაძლებლობების, მათი საჭიროებების კვლევასა და ენერგეტიკული პოლიტიკის კუთხით არსებული იმ პრობლემების იდენტიფიცირებას, რაც მზის ელექტროენერგეტიკის განვითარებას აფერხებს ქვეყანაში. კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამაგიდო კვლევა და ჩაღრმავებული ინტერვიუები ყველა იმ უწყების წარმომადგენლებთან, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში საქმიანობენ, ასევე, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, მზის სისტემების კომპანიების წარმომადგენლებსა და მზის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებთან. კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის საჭირო ღონისძიებები, რომელთა გატარება ხელს შეუწყობს მზის სისტემების ფართო გამოყენებას: ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მზის ელექტროსადგურებისთვის გონივრული ტარიფის დადგენა, ქსელში ენერგიის სარეზერვო წყაროების შექმნა და/ან ბატარეიანი მზის სადგურების მშენებლობა, მზის ელექტრული სადგურების შესახებ სისტემატური კვლევებისა და საინფორმაციო კამპანიების წარმოება და ა.შ.