მარიამ დევიძე

მარიამ დევიძე

მკვლევარი
ბიოგრაფია: 

მარიამ დევიძემ 2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ძირითადი სპეციალობით სოციოლოგია (მეორადი - პოლიტიკის მეცნიერება) და მიიღო ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. 2016 წლიდან სწავლობს თსუ-ს სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა გრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები), სადაც განათლება მიიღო მდგრად საზოგადოებაში სოციალური ქსელების (social networks) შესწავლა-გამოყენების დისციპლინაში.

2017 წლის მაისიდან მუშაობს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში მკვლევრად. მისი ძირითადი ინტერესის სფეროებია: მწვანე პოლიტიკა, გარემოს სოციოლოგია, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობა, შრომითი ურთიერთობები, გენდერული თანასწორობა და სოციალური ქსელების შესწავლა სოციალური კვლევის ფარგლებში.

მარიამ დევიძე არის "მწვანე აკადემიის" მონაწილე. 2018 წლის მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. კონკურსის ფარგლებში მან განახორციელა კვლევა "ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური -  კომპანია „არემჯის“ საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე".