სექსიზმის დონე და ტრადიციული გენდერული როლების შესახებ არსებული ხედვები, კრიტიკულია დედაქალაქის ფარგლებს გარეთ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რეგიონში მცხოვრები, აქტიური ქალების/ფემინისტების მდგომარეობას და ამცირებს მათი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას.
მართალია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შედარებით გაიზარდა ქალთა/ფემინისტ აქტორთა ცნობადობა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ძირითადი ფოკუსი დედაქალაქზე მოდის და არა საქართველოს სხვა რეგიონებზე.
რეგიონში მცხოვრებ ქალთა ადგილობრივი საჭიროებები არც ერთხელ გამხდარა მეინსტრიმული მედიასაშუალებების დაინტერესების საგანი, შესაბამისად ეს საჭიროებები რჩება ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა.
ამასთან, ის ინიციატივებიც კი, რომლებიც აღმოცენდა ადგილობრივად, რეგიონში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ვერ ასცდა თბილისიდან ჩამოსულ წარმომადგენელთა მონაწილეობას.
ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს, რეგიონალური ფემინისტური რესურსების ჩამოყალიბებას და/ან განვითარებას ადგილობრივად, შერჩეულ რეგიონებში, იმისათვის, რომ წამოიწყოს ფემინისტური დისკუსიები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი ფემინისტური შეხედულებების გაზიარებას, როგორც რეგიონების შიგნით, ასევე საჯარო განხილვებისას.
ამ მიზნებისათვის, დაიგეგმა ადგილობრივი ფემინისტური აქტორების იდენტიფიცირება და მათი მონაწილეობით, ფემინისტური დღის წესრიგის ფორმირება, რასაც მოჰყვა მათი გაძლიერება, სპეციალურად მომზადებული საგანმანათლებლო მოდულის საშუალებით.
რეგიონში აქტიური ქალების და ფემინისტური რესურსების აღმოჩენა, გადამწვეტი მნიშვნელობისაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ისევე როგორც, მათი მეშვეობით რეგონში არსებული პრობლემების ფართო საზოგადოებისთვის გახმოვანება.