კვლევისა და ადვოკატირების გზით სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა (2021)

Კითხვის დრო: 1 წუთი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - ლოგო

2021 წლის თებერვლიდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარს უჭერს სოციალური სამართლიალობის ცენტრს პროექტის -  კვლევისა და ადვოკატირების გზით სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების  განხორციელებით და კრიტიკული ცოდნის შექმნის გზით ხელი შეუწყოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში კონფლიქტის ტრანსფორმაციის ალტერნატიული პერსპექტივებისა და სტრატეგიების შექმნას, ასევე ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ ფართე პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის შენებას.  პროექტის ფარგლებში შემუშავდება კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც კონფლიქტის თემაზე მომუშავე ექსპერტებთან, ასევე სათემო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით შემუშავდება. ასევე, მომზადდება ანალიტიკური დოკუმენტები (სტატიები/მიმოხილვები) კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის საკითხებზე და გაიმართება საჯარო დისკუსიების ციკლი. პროექტი ასევე ითვალისწინებს პოლიტიკურ ჯგუფებთან აქტიური დისკუსიის სამუშაოებს.

პროექტს ეყოლება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც კონფლიქტების სფეროში მაღალი აკადემიური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე მკვლევრებისა და ექსპერტებისგან შედგება.