გამომცემლობა „პოეზია“ - ტიმოთი სნაიდერის წიგნის თარგმანი (2020-2021)

Კითხვის დრო: 1 წუთი
პოეზია პრესის ლოგო

(მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი - მხარს უჭერს გამომცემლობა „პოეზიას“ ტიმოთი სნაიდერის წიგნის - „ერების რეკონსტრუქცია: პოლონეთი, უკრაინა, ლიტვა, ბელარუსი 1569-1999“ ქართულ ენაზე გამოცემაში. წიგნის თარგმანზე მუშაობა 2020 წლის ივნისიდან დაიწყო პროექტის „ერის და სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებზე დისკუსიების ხელშეწყობა“ ფარგლებში. წიგნში განხილული ოთხი ერი  კულტურულად და  პოლიტიკურად  ახლოსაა საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, საქართველოში  ბევრი არ იციან ამ ერების წარმოშობის კომპლექსურობის, მათ ჩამოყალიბებაზე ისტორიის გავლენის, მათ მიერ კონფლიქტების დარეგულირებას და რეგიონული მშვიდობის მიღწევის შესახებ. ამ ქვეყნების მაგალითების შესწავლა საინტერესო შეიძლება იყოს ერის და სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ არსებული დისკუსიებისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უფრო ფართოდ -  სამხრეთ კავკასიაში. შესაბამისად, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ამ ტიპის დისკუსიებს ერისა და სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ ქართულენოვანი  პუბლიკაციის - „ერების რეკონსტრუქცია: პოლონეთი, უკრაინა, ლიტვა, ბელარუსი 1569-1999“ გამოქვეყნებით.