ნეტგაზეთი - სამხრეთ კავკასიის ამბები (2020-2021)

Კითხვის დრო: 1 წუთი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი, დამოუკიდებელ მედიაპლატფორმა „ნეტგაზეთთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს  პროექტ „სამხრეთ კავკასიის ამბების“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ქართულენოვანი აუდიტორიისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ამბების, ანალიტიკური სტატიების, ინტერვიუების, მულტიმედია მასალისა და მოსაზრებების გამოქვეყნების გზით. პროექტი ითვალისწინებს მკითხველების ინფორმირებას კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და რჩება კონფლიქტის მხარეებს შორის საჯარო დიალოგის წარმოებისთვის მნიშვნელოვან ონლაინპლატფორმად. გარდა ამისა, 2020 წლიდან პროექტის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური სტატიები და ინტერვიუები ითარგმნება რუსულ ენაზე.