აჭარის რეგიონის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შრომით მიგრაციაზე და ფულად გზავნილებზე. ქალები მიდიან შრომით მიგრაციაში, რათა არჩინონ ოჯახი. ისინი, ძირითადად, ასრულებენ დაბალანაზღაურებად საოჯახო შრომას. უწყვეტმა ეკონომიკურმა გაჭირვებამ ემიგრანტების უმეტესობას არ მისცა საშუალება დაბრუნებულიყვნენ სახლში, რამაც გამოიწვია მზარდი სოციალური და პოლიტიკური გაუცხოება ქვეყანასთან. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები საუბრობენ მიგრაციის ფემინიზაციაზე საქართველოს კონტექსტში, ცოდნა ქალი მიგრანტების შრომით პირობებსა და უფლებებზე ფრაგმენტულია. მედიაც არ არის თანმიმდევრული ამ საკითხის გაშუქებისას.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს „ბათუმელებს“ მედია კამპანიის განხორციელებაში. კამპანია შედგება მულტიმედიური ისტორიებისგან, პოდკასტებისa და დოკუმენტური ფილმისგან, რომელიც ასახავს მიგრანტი ქალების პრობლემების აღწერას. გარდა ამისა, ჩატარდება კვლევა იმ ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული პირობების გასაანალიზებლად, რომელიც აჭარიდან ქალთა შრომით მიგრაციას განსაზღვრავს.