ტრავმა-ინფორმირებული პედაგოგიკა სომხეთში (Corridors 2023)

Კითხვის დრო: 1 წუთი
Corridors dialogue through cooperation

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები რეგიონში ქრონიკულ სტრესს და დაუცველობას იწვევს. პირადი, ისევე როგორც სოციალური/კოლექტიური ტრავმა არის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქცევების, ემოციების, ფიზიოლოგიის, შემეცნების და ურთიერთქმედების შედეგი. ტრავმულ გამოცდილებას შეუძლია მნიშვნელოვანი, ხშირად ფარული გავლენა მოახდინოს კონფლიქტის მხარეების მიერ ინდივიდუალურ ან კოლექტიურ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ტრავმული გამოცდილების მიმართ ბავშვები და მოხუცები ყველაზე დაუცველ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. სამწუხაროდ, ტრავმა მასიურად არის გავრცელებული სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ თემებში, მათ შორის სომხეთში და მას გრძელვადიანი გავლენა ექნება. 

პროექტი გულისხმობს ტრავმისადმი სენსიტიურობისა და ცოდნის გაზრდას სომხეთში მასწავლებელთა შორის, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტით დაზარალებულ თემებში. პროექტი მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტ მასწავლებელს მივაწვდინოთ ჩვენი მასალები, რათა დავეხმაროთ მათ  ბავშვების უკეთ ინფორმირებასა და ტრავმის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტი არის გასული წლის პროექტის (მშვიდობის მშენებლების/პრაქტიკოსების ტრავმის წიგნიერების გაძლიერება) გაგრძელება. პროექტის პირველი აქტივობა გულისხმობს  თორმეტი მასწავლებლის მიერ ტრენინგგავლას ტრავმის მგრძნობელობის სემინარში. პროექტის ფარგლებში სხვდასხვა საგანმანათლებლო რესურსები ითარგმნება სომხურად და ხელმისაწვდომი გახდება მასწავლებლებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, სომხეთში მასწავლებლებთან და  სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაიმართება ღონისძიება კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ თემებში ტრავმის თაობაზე ინფორმირებული მუშაობის მნიშვნელობის პოპულარიზაციისთვის.