კრიტიკული დისკუსიები აფხაზური და ქართველი ერის მშენებლობის შესახებ საბჭოთა პერიოდში (Ziari Press 2023)

Კითხვის დრო: 1 წუთი
Ziari Press Logo

აკადემიურ/არამხატვრულ ლიტერატურას ქართული წიგნის ბაზრის დიდი წილი არ უკავია. სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა ენას ფლობენ, შეიძლება არ ჰქონდეთ ამის პრობლემა, მაგრამ მთლიანობაში ეს ზღუდავს მათ მხრიდან ინფორმაციაზე/ცოდნაზე ხელმისაწვდომობას.  საქართველოს ისტორიის შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი წიგნია დაწერილი, რომლებიც ახალ პერსპექტივებს გვთავაზობენ. აკადემიური ტექსტების ქართულად თარგმნა ცოდნას უფრო ხელმისაწვდომს გახდის და ქართულ დებატებში კრიტიკულ პერსპექტივებს შემოიტანს.

ჩვენი მხარდაჭერით Ziari Press მუშაობს 2021 წელს გამოცემული ტიმოთი ბლაუველტის წიგნის „კლიენტელიზმი და ეროვნება ნესტორ ლაკობას საბჭთა აფხაზეთში“ ქართულ თარგმანზე. წიგნი ეფუძნება ნესტორ ლაკობას, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პირველი თავმჯდომარისდოკუმენტების ფართო კვლევას და აფხაზეთის პრიზმაში ასახავს, ​​თუ როგორ გამოიყენეს ეთნიკურობა ადგილობრივი კონტროლის გასამყარებლად და მფარველობის ქსელის ასაშენებლად.

წიგნი სასარგებლო იქნება ქართულენოვანი მკითხველისთვის, მათთვის ვინც დაინტერესებულია ერისა და სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებით. ის ასევე გამოადგება სტუდენტებსა და პროფესორებს, რომლებიც სწავლობენ ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს ან/და მუშაობენ ეთნიკური კონფლიქტების საკითხებზე.