ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიის ახალ ეპიზოდს, სადაც ვსაუბრობთ მკვლევარ ლიკა ჯალაღანიასთან.
ლიკა ჯალაღანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის სტიპენდიანტია.
ლიკა მუშაობს კვლევაზე „ეპისტემური აგენტები: რიონის მცველთა ბრძოლა მიწისა და წყლისთვის“. ის იკვლევს რიონის ხეობის პროტესტში ჩართულ ადამიანთა ბრძოლის ტრაექტორიას, ფორმებს და სამყაროს აღქმის დომინანტური წესრიგისგან განსხვავებულ ცხოვრების და ბრძოლის გზებს.
პოდკასტში ვსაუბრობთ ლიკას დაკვირვევებზე თუ რა მიმართულებით ჩანს პროტესტის განვითარება ხეობაში, როგორ ფორმებს პოულობს თვითორგანიზებული მოძრაობა ხეობის გადარჩენისთვის და თუ როგორია პროტესტის გენდერული ასპექტები.
პოდკასტს უძვღება თუთა ჩხეიძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის კომუნიკაციების მენეჯერი.