Cover of the Book

მასკულინობები სამხრეთ კავკასიაში

ფორმები, იერარქიები და გამოწვევები

მასკულინობები, როგორც წინამდებარე კრებული გვიჩვენებს, მრავალგვარი, განსხვავებული, მრავალშრიანი, დინამიკური და, ხშირად, ურთიერთსაპირისპიროა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში, ისევე, როგორც ყველგან მთელ დედამიწაზე, მასკულინობას ხშირად მოვიაზრებთ, როგორც მხოლობითს, სტატიკურს, უცვლელსა და ვიზუალურად იდენტიფიცირებადს. გენდერულ როლებთან დაკავშირებული მოლოდინების მსგავსად, მასკულინობების შესახებ წარმოდგენებიც სოციალიზაციის შედეგად ყალიბდება და მოიაზრება, როგორც თანდაყოლილი, ბუნებრივი, ბიოლოგიურად წინასწარ განსაზღვრული, ზოგჯერ – ღვთის მიერ ბოძებული და ზოგიერთისთვის – ადვილად შესაცნობი. მიჩვეულნი ვართ, ჩავთვალოთ, რომ ინტუიტიურად ვიცით, თუ რას ნიშნავს იყო ან არ იყო „კაცი“ თუ „კაცური“ იმ საზოგადოებებში, რომელთა ნაწილიც ვართ; და ხშირად ამ საზომებს, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, სხვების და საკუთარი თავის შესაფასებლად ვიყენებთ, განურჩევლად იმისა, თუ რომელ გენდერს მივაკუთვნებთ თავს. კრებულის ავტორები ღირებულ ამაგს გვიწევენ ამ ფესვგადგმული წარმოდგენების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. და ამას აკეთებენ (თვით)რეფლექსიური, კრიტიკული, ნიუანსირებული, მრავალწახნაგოვანი და ლამაზი გზით.

სამხრეთკავკასიური მასკულინობების კონცეპტები, დიდი ხანია, ცენტრალურ როლს თამაშობს რეგიონში არსებული საზოგადოებების შესახებ შიდა და გარე აღქმების ჩამოყალიბებაში. ეს კონცეპტები გვხვდება ლეგენდებში, ზღაპრებში, ხელოვნებაში, ისტორიის წიგნებში, რომლებშიც ცენტრალური ფიგურები კაცები არიან; ასევე ანეკდოტებსა და ხუმრობებში, თუ დამამცირებელ და რასისტულ სტერეოტიპებში. საერთო ელემენტები მოიცავს სტოიკურ სიმტკიცეს, ვაჟკაცობას, მამაცობას, ჰეტეროსექსუალობას, სოციალურ უნარებს, ძალადობის ჩადენის შესაძლებლობას, „ღირსების კოდექსის“ დაცვას და ალკოჰოლის მიღებასა და ამტანობას, თუკი ამას რელიგია არ კრძალავს. გენდერული როლების მიმართ არსებული მოლოდინების მსგავსად, სამხრეთ კავკასიური მასკულინობები ხშირად მოიაზრება, როგორც აისტორიული და სტატიკური, რაღაც, რაც იყო და არის მუდმივი, უცვლელი ეტალონი, რომლითაც კაცობა უნდა გაიზომოს.

წიგნში შემავალი ტექსტები აჩვენებს, რომ კაცების მიერ განცდილი რეალობები გაცილებით მეტად კომპლექსური და დინამიკურია და, რომ ეს რეალობები ამავდროულად ყალიბდება „ნამდვილი“ კაცობის შესახებ მოლოდინებით, რომლებიც ხშირად არარეალისტურია. წიგნში ავტორები ფარავენ კაცების მიერ განცდილ ისეთ რეალობებს, როგორიცაა ემოციური მოწყვლადობა, ურთიერთსაპირისპირო სოციალურ მოლოდინებს შორის ნავიგაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, პოლიტიკური უძალობა არათანაბარი ძალაუფლებრივი ურთიერთობის პირობებში, ძალადობა, ტრავმა, მარცხი და, ამავდროულად, სიყვარული, ზრუნვა, მეგობრობა, კაცად ყოფნის საკუთარი გზების ძერწვა, ისეთებისა, რომლებიც შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს სოციალურ მოლოდინებს. წიგნის თავები გვიჩვენებს, რომ მასკულინობები ისტორიული პროცესების შედეგია. მასკულინობები აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში დღემდე ყალიბდებიან ადგილობრივი კულტურების, ისლამის და ქრისტიანობის, მეზობელი ძალების, რუსული და საბჭოთა მმართველობის ქვეშ ყოფნის, ომების, მოდერნიზაციის, ნეოლიბერალიზაციის, ურბანიზაციისა და გლობალიზაციის ზეგავლენით. რამდენიმე ავტორი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამ ისტორიულმა ცვლილებებმა კაცები რამდენჯერმე აიძულა, ცვალებად გარემოს მორგებოდნენ და, ნაწილობრივ, რადიკალურად შეეცვალათ აღქმები. შედეგად, დღესდღეობით სამხრეთკავკასიური მასკულინობები წარმოადგენს კომპლექსურ კომბინაციას, სადაც ისტორიული ზეგავლენების და ამ მოვლენების მიმართ კაცების პასუხების ნაკვალევები განსხვავებული ხარისხით გვევლინება.
 

Product details
Date of Publication
2024
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
500
Licence
All rights reserved
Language of publication
English, Georgian, Armenian, Azerbaijan
ISBN / DOI
978-9941-8-6545-9
Table of contents

Publisher’s Foreword 9

Editors’ Foreword 11

მასკულინობის შემოსვა და შემოსილი მასკულინობა: 20 
რას და რატომ იცვამენ ახალგაზრდა ქართველი მამაკაცები თბილისში
Mariam Kakhniashvili, Giorgi Kikoria / მარიამ კახნიაშვილი, გიორგი კიკორია 78

The Martial Arts Boys / საბრძოლო ხელოვნების ბიჭები
Shorena Tevzadze / შორენა თევზაძე 124

The (Ir)reproachable Armenian Guy / (Ան)թերի հայ տղան
Armine Danielyan / Արմինե Դանիելյան 140

“Dadfluencing” in Georgia: The Self-Representation of Fatherhood
as Caring Masculinity on Social Media
„ინფლუენსერი“ მამები საქართველოში: მამობის, როგორც მზრუნველი მასკულინობის თვითრეპრეზენტაცია სოციალურ მედიაში
Tekla Nemanishvili / თეკლა ნემანიშვილი 166

Power, War, and Masculinities 182

The Chairs of Hegemony / ჰეგემონიის სკამები Nino Gavasheli / ნინო გავაშელი 184

#WeWillWin When We Become Good Citizens,
or Hegemonic Masculinity in Armenian State War Rhetoric
#Հաղթելու ենք, երբ դառնանք օրինակելի քաղաքացիներ
կամ Հայաստանի ռազմական հռետորաբանության մեջ գերիշխող մասկուլինությունը
Elitza Kotzeva / Էլիցա Կոցևա 198

Politics of Masculinity Crisis and Gender Order in Post-2020 War Azerbaijan
İkinci Qarabağ Müharibəsindən sonra maskulinlik böhranı
və gender nizamının siyasi cəhətləri
Sevinj Samadzade / Sevinc Səmədzadə 240

Military, LGBTQI+, and State Violence in Azerbaijan
Azərbaycanda hərbi xidmət, LGBTQİ+ və dövlət zorakılığı
Ramil Zamanov / Ramil Zamanov 264

Exploring Clerical Masculinity in Georgia: An Analysis of Three Cases
სასულიერო მასკულინობა საქართველოში: სამი შემთხვევის ანალიზი
Ketevan Lapachi / ქეთევან ლაფაჩი 312

War, Masculinity, and Death in the Early Cinema of Sergei Parajanov
ომი, მასკულინობა და სიკვდილი სერგეი ფარაჯანოვის
ადრეული პერიოდის ფილმებში
Simon Garibyan / სიმონ გარიბიანი 334

Masculinities on the Margins 370

The Relationship between Criminal Practices, Criminal Subculture,
and the Notion of Masculinity
Քրեական բարքերի, ենթամշակույթի և «տղամարդկություն»
եզրույթի առնչությունը
Armen Grigoryan / Արմեն Գրիգորյան 372

Place Your Bets
Mariam Natroshvili / მარიამ ნატროშვილი 392

“The Forest Is My Space for Freedom” :
Masculinity and a Private Hunting Ranch in the Forests of Racha
„ტყე ჩემი თავისუფალი სივრცეა“:
მასკულინობები და კერძო სამონადირეო მეურნეობა რაჭის ტყეებში
Salome Kobalava / სალომე კობალავა 418
 

Masculinities and the Gendered Other 456

Navigating Gender Expectations as a Queer Individual in Azerbaijan
Azərbaycanda gender gözləntiləri qarşısında kuir kimliklər
Arel / Arel 458

“Feminism or Frivolity?”: Hegemonic Masculinities, Honour Culture,
and the Feminist Movement in Azerbaijan
“Feminizm, yoxsa özbaşınalıq?”: Azərbaycanda hegemon maskulinlik,
namus-qeyrət və feminizm hərəkatı
Lala Darchinova / Lalə Darçınova 470