კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვისა და სამშვიდობო პოლიტიკის გაუმჯობესების ადვოკატირება ევროინტეგრაციის პროცესში (2024)

Კითხვის დრო: 1 წუთი
Social Justice Centre logo

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრად და თანმიმდევრულ სამშვიდობო პოლიტიკას და კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.  
პროექტის ამოცანებია:
ამოცანა 1: ინკლუზიური საჯარო დისკუსიების წახალისება ევროინტეგრაციის პოზიტიური გავლენების შესახებ კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და სამშვიდობო პოლიტიკაზე.
ამოცანა 2: აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის ადვოკატირება რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევების შესწავლისა და საქართველოს, ასევე ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აქტიური ჩართულობის გზით.  
პროექტის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესოს ევროინტეგრაციის პროცესმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და ამ საკითხებს გაანალიზებს  ექსპერტების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ჩართულობით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაიზრდება პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოების ინფორმირება აფხაზეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და მოხდება ამ მიმართულებით ინიციატივებისა და რეკომენდაციების წარდგენა, სახელმწიფოსა და საერთაშორისო აქტორების წინაშე.