ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო წარმოგიდგენთ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შესრულებული საუკეთესო ნაშრომების კრებულს. პუბლიკაცია მკითხველს სთავაზობს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მიმდინარე სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციების ანალიზს.