ჰომოფობიური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ჰომოფობია 2017 წლის 3 მაისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან თანამშრომლობით გამართა საჯარო დისკუსია "ჰომოფობიური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ჰომოფობია".
პირადი პოლიტიკურია: ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები 2017 წლის 21 თებერვალს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა წიგნების "ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია" და "ანტიგენდერული მოზრაობის აღმასვლა" პრეზენტაციასა და დისკუსიას პირადი პოლიტიკურია: ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები
ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის? რა საკანონმდებლო ინიციატივები შევიდა პარლამენტში ბოლო 4 წლის მანძილზე, რომელიც ქალებსა და სხვა გენდერულ ჯგუფებს აძლიერებდა? რომელი მათგანი გავიდა და რა ფორმით? რა ინტერპრეტაცია შეიძლება გაკეთდეს ამ ინიციატივების გასატანად გაწეული კომპრომისების თვალსაზრისით?
ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი არჩევნების შემდეგ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაანალიზების მიზნით 3 ნოემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა საჯარო დისკუსიას ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი არჩევნების შემდეგ.
13 ივნისის გაკვეთილები 13 ივნისის ტრაგედიამ ნათელი გახადა ის შეცდომები და ნაკლოვანებები, რაც კრიზისების მართვის, გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის და განხორციელების პოლიტიკას უკავშირდება. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია, მოხდა თუ არა გადაწყვეტილების მიმღებების მიერ ამ რეკომენდაციების სრულად ან ნაწილობრივ გათვალისწინება და რა რეალური ნაბიჯები იდგმევა სისტემური ხასიათის ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ეუთო საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის 2016 წლის 16 მარტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა საჯარო დისკუსკუსიას თემაზე "ეუთო საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის". დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ ბეტინა კადენბახი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, დავით დონდუა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, და სერგი კაპანაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).
ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა 2016 წლის 10 თებერვლის საჯარო დისკუსია მიეძღვნა ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკას. ენერგეტიკული უსაფრთხოების რა გამოწვევები უდგას ამჟამად საქართველოს? როგორია ენერგოდამოუკიდებლობის მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივები?
ისმის ქალის ხმა? ქალთა მოძრაობების განვითარება საქართველოში 2 დეკემბერს ბიოლის ფონდმა უმასპინძლა დისკუსიას ისმის ქალის ხმა? ქალთა მოძრაობების განვითარება საქართველოში, რომელიც მიეძღვნა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საიდან იწყება საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიის ათვლა? რა პრობლემები და ბარიერები ექმნებოდათ ქალთა ჯგუფებს, რა დინამიკა ახასიათებდა მათ გაძლიერებას თუ ჩახშობას? და სხვ.
საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა საპირისპირო პოლიტიკური პროექტების მიჯნაზე 2015 წლის 20 ნოემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა საჯარო დისკუსიას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა საპირისპირო პოლიტიკური პროექტების მიჯნაზე. გთავაზობთ დისკუსიის ვიდეოჩანაწერს.
ევროპული ისტორიის და პოლიტიკის განაპირას: რატომ უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა? როგორ გვხედავენ თავიანთ ისტორიულ და კულტურულ ნარატივებში ჩვენი გადასახედიდან არსებული გლობალური ისტორიის "შემოქმედნი" (დასავლეთი, რუსეთი)? რა ადგილს გვანიჭებენ და რატომ? როგორ ვხედავთ ამ კულტურულ-მენტალურ ორიენტირებში საკუთარ თავს?