Green Academy

მწვანე აკადემია

მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში. მწვანე აკადემია კრიტიკულად აანალიზებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოციო-ეკონომიკური განვითარების გამოცდილებას, განიხილავს მიკრო და მაკრო მასშტაბების ალტერნატივებს და ცდილობს გადაკვეთის წერტილების იპოვოს საქართველოში და რეგიონში არსებული სხვადასხვა სოციალური მოძრაობების აქტორებს შორის.

 

„მწვანე აკადემია“ აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2019 წლის საზაფხულო სკოლაში

მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში.

მწვანე აკადემია 2017

აკადემიები

ინტერვიუ ულრიხ ბრანდთან

გთავაზობთ კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტის - ია ერაძის ინტერვიუს ვენის უნივერსიტეტის პროფესორთან - ულრიხ ბრანდთან. პროფესორი ბრანდი იკვლევს და ასწავლის გლობალიზაციას და მის კრიტიკას, გლობალურ მმართველობასა და სახელმწიფოს ტრანსფორმაციას, გარემოსდაცვით და რესურსების პოლიტიკას და  სოციალურ მოძრაობებს.  არის სხვადასხვა აკადემიური სამეცნიერო ჟურნალის კოლეგიის წევრი.

მწვანე აკადემია 2018 - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის მწვანე აკადემიის ფარგლებში, ისევ შემოიკრიბა ახალგაზრდა აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, მკლევრები. პროგრამა 4 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებდა: სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა, მწვანე ტრანსფორმაცია, საზოგადოება და ბრძოლების დაკავშირება.

ვრცლად

მწვანე ქსელი

მწვანე აკადემიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე ალტერნატიული პოლიტიკის ხედვებისა და მიდგომების შემუშავებისთვის პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად სამხრეთ კავკასიაში. აქ ნახავთ ინფორმაციას აკადემიის მონაწილეების თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ.

რა არის "მწვანე ქსელი"

მწვანე აკადემიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე ალტერნატიული პოლიტიკის ხედვებისა და მიდგომების შემუშავებისთვის პლატფორმის შექმნაა.

ვრცლად
Subscribe to RSSSubscribe to RSS