მარიამ დევიძე მუშაობს ორგანიზაციაში "მწვანე ალტერენატივა" კლიმატის ცვლილებისა და განვითარების პროექტების ზემოქმედების შეფასების მიმართულებით.
მარიამი 2017-2019 წლებში მკვლევრად მუშაობდა „სოციალური კვლევისა ანალიზის ინსტიტუტში“. მისი კვლევითი საქმიანობა შეეხება სამთომოპოვებითი და განვითარების პროექტების მიერ გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შეფასებას, უმცირესობათა ჯგუფების პოლიტიკური ჩართულობისა და სოციალური ინტეგრაციის საკითხებს, სახელმწიფო საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროგრამების შეფასებას.
მარიამი არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრი. მის ძირითად ინტერესებს წარმოადგენს: სოციალური უთანასწორობის საკითხები, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილება და მასთან ადაპტაციის ღონისძიებები.