სამოქალაქო ინიციატივა თანაბარი მონაწილეობისთვის

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში მუშაობას 2003 წელს შეუდგა. მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაა. ფონდი მხარს უჭერს და ხელს უწყობს თანამშრომლობას იმ ცალკეულ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს შორის, ვინც, ადამიანის უფლებათა ძირეულ პრინციპებზე დაყრდნობით, საზოგადოებასა და პოლიტიკაში არადემოკრატიული და არატოლერანტული დამოკიდებულების შეცვლაზე მუშაობენ. ფონდი ხელს უწყობს ეთნო-პოლიტიკური და ტერიტორიული კონფლიქტების სამართლიან და არაძალადობრივ მოგვარებას, ქვეყნის მდგრად განვითარებას და ასევე კრიტიკულ საჯარო დებატებს, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესები დემოკრატიული და გამჭვირვალე გახდეს.

ამ მიზნების გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით წამოიწყო პროექტი „სამოქალაქო ინიციატივა თანასწორი მონაწილეობისთვის“. პროექტის უმთავრესი მიზანი იყო ქალების, ეთნიკური უმცირესობების და დევნილების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გზით ხელი შეეწყო დემოკრატიზაციისათვის. ამ ძალისხმევის შედეგად პოლიტიკური დებატების ხმაურში შესაძლებელი გახდა საქართველოს ამომრჩეველთა ყველაზე უფრო დაუცველი წევრების ხმების გაგონება. გარდა ამისა, მიზნობრივ ჯგუფებს საშუალება მიეცათ ხმა მიეწვდინათ ფართო საზოგადოებისათვის და გადაწყვეტილების მიმღები დაწესებულებებისათვის. ქვეყანაში, რომელიც ჯერაც იმკის 70 წლის მანძილზე არსებითად დახშული პოლიტიკური სისტემის შედეგებს, მათი დახმარება, ვინც მწირად იყო წარმოდგენილი და ისტორიულადაც შევიწროებული გახლდათ, პროგრესული გზაა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის.

მახარებს, რომ ვითარდება სამოქალაქო ინივიატივა, და განსაკუთრებით ის, რომ ევროპისა და საქართველოს ადგილობრივ გუნდებს შორის საფუძველი ეყრება საერთო საფუძვლებს. რადგან ქვეყანა კვლავაც აგრძელებს და აუმჯობესებს ინტეგრირების პროცესს ტრანსატლანტიკურ თუ ევროპულ სტრუქტურებში, პროექტის მიერ შექმნილი საფუძვლები დიდ მნიშვნელობას შეიძენს მომავლის საქართვლოშიც.

მსურს, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას მხარდაჭერისთვის და იმისათვის, რომ შესაძლებლობა მოგვცა, ამ პროექტზე გვემუშავა. აგრეთვე მსურს, მადლობა მოვახსენო ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს მჭიდრო თანამშრომლობისათვის, რადგან სწორედ მათთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი უკეთესი პერსპექტივები შეგვეთავაზებინა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

დოქტორი ირის კემპე

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დირექტორი
სამხრეთ კავკასიაში

 

Product details
Date of Publication
2009
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Number of Pages
48
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართულ/ინგლისური
ISBN / DOI
978-9941-9009-6-9