2013 წლის მაის-დეკემბერში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მხარი დაუჭირა ასოციაციის „მწვანე ალტერნატივა“ პროექტს პოლიტიკური განათლების „გამწვანება“ საქართველოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.
პროექტის მიზანი საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მწვანე პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპების შესახებ გათვითცნობიერება და მწვანე პოლიტიკით მათი დაინტერესება იყო. პროექტის ერთერთი ამოცანა ასევე იყო იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივების ანალიზი.
პროექტის შედეგად შემუშავდა სასწავლო მოდული, რომელიც საგანმანათლებლო კურსად გადაეცა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტს (NIMD) თავისი დემოკრატიის სკოლების პროგრამაში შესატანად. მოდულის ფარგლებში მწვანე პოლიტიკის თაობაზე ორდღიანი ტრენინგ კურსი და მისი თანმდევი მრგვალი მაგიდის პროგრამა შემუშავდა. ორდღიანი ტრენინგის საშუალებით დემოკრატიული სკოლების მსმენელებმა გორში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში შეიძინეს ცოდნა მწვანე პოლიტიკის საფუძვლებზე, ასევე იმაზე, თუ რატომ არის საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების საკითხები უპირატესი, და როგორ შეიძლება გლობალური პერსპექტივის დავიწროვება ადგილობრივ კონტექსტამდე. ტრენინგის თანმდევმა მრგვალმა მაგიდამ მსენელებს მიღებული ცოდნის საფუძველზე დისკუსიის წარმოებასა და დღის წესრიგის დამუშავებაში ვარჯიშის საშუალება მისცა.