პროექტი "სამხრეთ კავკასიის ხმები" წარმოადგენს ჟურნალ ლიბერალთან თანამშრომლობას. სტატიები, რომლებსაც წერდნენ ჟურნალისტები აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ქვეყნდებოდა ჟურნალის ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემაში. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური და კულტურული განვითარების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება ერთის მხრივ ქართველ მკითხველში, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაცნობა სამხრეთ კავკასიელი მკითხველისათვის (და არა მარტო მათთვის).
2013 წლის განმავლობაში 28 სტატია მომზადდა აფხაზი, ოსი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტების მიერ, რომლებიც ითარგმნა ქართულად და გამოქვეყნდა ლიბერალში. ასევე, 28 ქართული სტატია გადაითარგმნა რუსულად და აიტვირთა ჟურნალის ვებ-გვერდზე.