სომხეთი, საქართველო აზერბაიჯანი
არჩევნები სამხრეთ კავკასიაში
ვებ დოსიე
2018 წელს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონის სამივე ქვეყანაში ჩატარებული ან დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია.
ხავერდოვანმა რევოლუციამ სომხეთში დასაბამი დაუდო ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომლის ერთ-ერთ ქვაკუთხედს 9 დეკემბერს დანიშნული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს. აზერბაიჯანში, როგორც მოსალოდნელი იყო, აპრილში ჩატარებული არჩევნები ილჰამ ალიევის ხელახალი არჩევით დასრულდა, რაც მისი მმართველობის განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯების ნაწილად შეიძლება იქნეს მიჩნეული.საქართველოში წელს ბოლოჯერ ირჩევენ პრეზიდენტს პირდაპირი წესით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების ხმათა უმრავლესობა, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი კვლავ აგრძელებს ბრძოლას მეორე ტურში.
ჩვენ ვთხოვეთ პოლიტოლოგებს - ედგარ ვარდანიანს და ფარიდ გულიევს და იურისტ ვახტანგ ნაცვლიშვილს, შეეფასებინათ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საარჩევნო პროცესები და შედეგები დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით - რა ტენდენციები გამოიკვეთა და რა გავლენა იქონია არჩევნებმა რეგიონის ქვეყნების დემოკრატიზაციის პროცესზე?