როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია - ქუთაისი

Კითხვის დრო: 5 წუთი
Teaser Image Caption
დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები ხ. ვაშაყმაძე, ნ. მიქიაშვილი, ლ. ღვინიანიძე, ვ. მენაბდე და მოდერატორი ქ. ბერძენიშვილი

რა არის სამოქალაქო ატივიზმი და რამდენად უწყობს იგი ხელს ჩამოაყალიბოს დემოკრატიული პროცესები ადგილზე. ვინ არიან მთავარი აქტორები და რამდენად დიდია სურვილი ცვლილებებისა პოზიტიურ ჭრილში. საკითხები რომლებზეც მიდიოდა მსჯელობა ქუთაისში, გაჯერებული იყო არა მხოლოდ მომხსენებელთა მოსაზრებებით, არამედ აქტიური ჩართულობით დებატებში მონაწილეთა მხრიდან.

პირველმა მომხსენებელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ, რომელიც ქუთაისის არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს და თავად არის აქტიური მოქალაქე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წელია საზოგადოების ნაწილი მიხვდა, რომ პირადი აქტიურობის გარეშე ვერ მიიღებს იმ შედეგს, რაც მათ საკუთარი ხმებით ანდეს ადგილობრივ თვითმმართველობას. თუმცა ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა მოქალაქეებისა, რომლებიც მოტივირებულები არიან შეცვალონ რაიმე. „მოქალაქეების ცალკეული ჯგუფები შედიან ინიციატივით ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომ განხორციელდეს ესა თუ ის ქმედება, აქტი ქალაქში პოზიტიური ცვლილებებისკენ. რიგ შემთხვევებში მათ ინიციატივებს არ სჭირდება თვითმმართველობის ჩართულობა, მაგრამ ხშირად აუცილებელია მერიის კონკრეტული ჩინოვნიკების თანადგომა და საკითხის გადაწყვეტაში უფლების მოპოვება. სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ისინი ცდილობენ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. არ მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ საკითხის მოგვარებაში. იმიზეზებენ, რომ ეს მათ არ ევალებათ. მოქალაქეები კი იჯერებენ და ისინიც პასიურდებიან. საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ვართ პოლიტიკის ნაწილი და ჩვენ უნდა ვუკვეთავდეთ ხელისუფლებას იმას, რისი აღსრულებაც გვსურს“. ხვიჩა ვაშაყმაძის აზრით, დემოკრატიული პროცესების წარმართვა არ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ცალკეული ინსტიტუციების მიერ, არამედ უნდა გაერთიანდეს ყველა რგოლი. მან სამოქალაქო აქტივიზმის დადებით მაგალითად მოიყვანა ქუთაისში ბოლო დროს განხორციელებული აქცია პირობითი სახელწოდებით „ჯაზის ქუჩა“, სადაც თვითმმართველობის მინიმალური ჩარევით და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი აქტიურობით, ქალაქში შეიქმნა ქუჩა, რომელიც საკუთარი განსხვავებულობით კომერციულ და ტურისტულ ნაწილად გადაიქცევა. ასევე, 22 მაისს, სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში, ქუთაისში გაიმართება შეხვედრა-დისკუსია , რომელიც შეეხება ქუთაისის იერსახესთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრა მთლიანად ორგანიზებულია არასამთავრობო სექტორისა და რიგითი ადამიანების ინიციატივით.

ვახუშტი მენაბდემ, როგორც იურისტმა, მოხსენება ადგილობრივი თვითმმართველობის, ინსტიტუციურ საკითხებზე ააგო. „ადგილობრივი თვითმმართველობა ჩემთვის მოიაზრება როგორც ინსტრუმენტი და მექანიზმი მოქალაქეებისათვის, რომ მათ მიაღწიონ საერთო პრობლემატიკის გადაჭრას და იმოქმედონ საერთო ინტერესების საფუძველზე. თვითმმართველობა არსებითად განსხვავდება სხვა კონსტიტუციური ინსტიტუციისგან, ნებისმიერი სხვა მექანიზმისგან, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს საჯარო სამართალი. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არის უშუალოდ დემოკრატიის ფორმა, განსხვავებით სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტისგან, რომელიც არის წარმომადგენლობითი ან ირიბი დემოკრატიის შედეგი. ამიტომ ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ დემოკრატიული პროცესების მშენებლობაში და ისინი არ უნდა იყვნენ დამოკიდებული ცენტრზე, არამედ ახორციელებდნენ ხალხის მმართველობას“ - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ. ჩვენს რეალობაში სამწუხაროდ ჯერ არ არის გათავისებული უშუალო დემოკრატიის მოდელი. ჯერ ისევ ხალხი ემორჩილება, ან უწევს დაემორჩილოს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს თვითმმართველობა - აღნიშნა მომხსენებლის საპასუხოდ დებატებში მონაწილე ტარიელ დათიაშვილმა.

შემდეგმა მომხსენებელმა, ლინა ღვინიანიძემ აქცენტი გააკეთა ცენტრიდან დაწყებულ აქტივობებზე, რომლებიც შემდგომ რეგიონში გადაინაცვლებენ და არა პირიქით, რადგან მთავარი მოვლენები ხდება სწორედ ცენტრში, იქ სადაც არის ცენტრალური ხელისუფლება, აღმასრულებელი რგოლები. სადაც ისევ დაბრუნდა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა, სადაც საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ დემოკრატიული პროცესები იმართება. „დავსვამ შეკითხვას, გვაქვს კი დღეს აქტივიზმი თვითმმართველობის დონეზე? რა არის აქტივიზმი? აქტივიზმი არის ორგანიზებული ჯგუფის ან ინდივიდუალური ადამინების ძალისხმევა, აქტი, რომელსაც აქვს გარკვეული შინაარსი და არის რაიმე პოლიტიკური მესიჯის მატარებელი. სად არის შესაძლებელი მოხდეს ასეთი ტიპის აქტივიზმი? სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ რეგიონებში ან საერთოდ არ, ან მცირე მასშტაბით ვლინდება აქტივიზმი. დღეს ძალიან რთულია, რომ თვითმმართველობის დონეზე მოხდეს გააქტიურება, რადგან თავად თვითმმართველობას არ აქვს პოლიტიკური ბუნება. ის არ არის სათანადო სუბიექტიც კი, რომ მას მიემართოს. ხელისუფლების ძალიან დიდი ნაწილი კონსოლიდირებულია ცენტრში. სწორედ აქედან მგამომდინაროებს აქტივიზმის ლოგიკაც, რომ ის ხორციელდება ცენტრში“-აღნიშნა ლინა ღვინიანიძემ. დებატებში მოაწილე გია გოქაძემ ამის პასუხად აღნიშნა, რომ პარლამენტის გამოტანა ქუთაისში ხწორედაც მიზნად ისახავდა ცენტრის განტვირთვას და სხვა ცენტრების შექმნას, ამასვე ემსახურებოდა  საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანის იდეაც. თუმცა ქართველ პილიტიკოსებს ყველაფერ ცენტრში, თავისთან ახლოს სურთ. მათ დისკომფორტს უქმნით რეგიონული ისტებლიშმენტი. რაც რა თქმა უნდა ანელებს რეგიონებში აქტივიზმის სურვილსაც.

ლინა ღვინიანიძემ ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტების როლზე და აღნიშნა, რომ ისინი ჯერ არ არიან საერთო პოლიტიკის განმსაზღვრელ ნაწილად მჩნეულები, რადგან არ არიან აღჭურვილი დემოკრატიული მმართველობის ინსტრუმენტებით.

ქუთაისის მერის მოადგილემ ნოდარ მიქიაშვილმა მოხსენების პირველი ნაწილი ააგო თვითმმართველობიდან, ანუ შიგნიდან დანახულ სამოქალაქო აქტივიზმის პროცესებზე. „2003-04 წლებიდან თანდათან ვითარდება სამოქალაქო საზოგადოება თუმცა, ხელისუფლების მთავარ „ოპონენტად“ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ უფრო კარგი და გამჭვივალე გახადოს ხელისუფლება. მთავარი აქტიურობა უნდა იყოს ფინანსების დაგეგმვაში და შემდეგ მის განკარგვაში, რამდენად სწორად და მართებულად აკეთებს ამას თვითმმართველობა. სამწუხაროდ, ამ საკითხში აქტიურობა არის ძალიან დაბალი. საზოგადოების მთავარი პროტესტი უნდა მოდიოდეს ხარჯების მართვაზე, რადგან ეს არის ფული, რომელიც სწორედ მთი გადასახადებიდან მიიღება. თუ კი საზოგადოება იქნება აქტიური ამ კუთხით და თვითმმართველობას მოთხოვს სწრად დაითვალოს და მიზნობრივად დაგეგმოს ესა თუ ის აქტივობა, ამის შედეგად ჩამოყალიბდება ჩვევები, რაც დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს“-თქვა ნოდარ მიქიაშვილმა. თუმცა დისკუსიაში მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა მიქიაშილის ამგვარი დამოკიდებულება გააპროტესტა და იმ აქტივობებზე უყურადღებობა შეასხენეს, რომლის ინიციატორებიც თავად იყვნენ.

საჯარო დებატებში მონაწილე აკაკი საღინაძემ, რომელიც 17 წლისაა, ისაუბრა იმ აუცილებლობაზე, რაც ახალგაზრდა თაობის აქტიურობის შედეგი შეიძლება გახდეს. მისი თქმით, ქუთაისში მუშაობს რამდენიმე ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ შესაბამისი უნარები.“ არსებობს ახლაგაზრდული კლუბები, სადაც ეჩვევიან პროექტების წერას, პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას, ზოგადად სამოქალაქო აქტივიზმს. ამით ჩვენც და სხვა ახალგაზრდებიც მივეჩვევით დემოკრატიულ პროცესებში ჩართვას და თვითმმართველობაში მონაწილეობას“-მიაჩნია აკაკი საღინაძეს.

დებატებში მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს პროექტზე „ეს მუშაობს“, სადაც მოქალაქეები თავად ადგენენ იმ პრიორიტეტებს, რომელიც სურთ, რომ თვითმმართველობამ განახორციელოს.