ქალაქის მწვანე ფორუმი

Კითხვის დრო: 3 წუთი

"ქალაქის მწვანე ფორუმი" ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის, გოეთეს ინსტიტუტის და DVV International-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს სივრცეს ურბანული განვითარების საკითხებზე მუშაობის, არსებული პრობლემების გააზრების და უკეთესი სტრატეგიების განსაზღვრისთვის.

ჩვენი მონაცემებით, 22 მაისს, ფორუმის ფარგლებში გამართულ პირველ ღონისძიებაზეგოეთეს ინსტიტუტის ეზოში დაახლოებით 70 ადამიანი შეიკრიბა. ამ დოკუმენტით მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების, სურვილების და რეკომენდაციების ორგანიზებას და ანალიზს შევეცადეთ.

ღონისძიების ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას სთხოვეს შემდეგი სამი მიმართულებით გამოეთქვათ თავიანთი აზრი: (1) აუცილებელი ცვლილებები, რომლებიც პოლიტიკაში უნდა განხორციელდეს, (2) პირადი წვლილი (3) კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მათი აზრით,

გერმანულმა ორგანიზაციებმა უნდა გადადგან. უფრო ნათელი სტრუქტურის მისაღებად ჩვენ მიმართულებები თვის მხრივ დავყავით რამდენიმე ქვე-მიმართულებად. ასევე შევეცადეთ შეგვეჯამებინა თითოეული მიმართულების ძირითადი ტენდენციები, რომლებსაც ქვევით გთავაზობთ:

1. ცვლილებები პოლიტიკაში:

ამ საკითხის ქვეშ დამსწრეებმა ძირითადად არსებული პრობლემები და ზოგადი სურვილები გამოკვეთეს. ნაკლები იყო სტრატეგიული მნიშვნელობის წინადადებები და კონკრეტული შემოთავაზებები. ხშირ შემთხვევაში გაგვიჭირდა ერთმანეთისგან გაგვემიჯნა ზოგადი

სურვილი და პრობლემა, ან პრობლემა და სტრატეგიული წინადადება, ვინაიდან ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლებელია გონივრული გრძელვადიანი სტრატეგიის გაწერა. თუმცა, ამ შემთხვევაში დაფაზე დატოვებული წინადადებების დახარისხებისას

არსებული რთული მდგომარეობა და სამი გერმანული ორგანიზაციის კომპეტენცია და რესურსები გავითვალისწინეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემები ძირითადად ლოზუნგების ან მოწოდებების სახით იყო ჩამოყალიბებული.

2. ჩემი წვლილი:

იკვეთება, რომ ამ კატეგორიაში, დამსწრეების მიერ დატოვებული ბარათების ანალიზისას კარგად ჩანს შეკრებილი საზოგადოების მაღალი ცნობიერება გარემოს, კულტურული მემკვიდრეობის და სოციალური უსამართლობის მიმართ. ასევე, გოეთეს ინსტიტუტის ეზოში

მოსული მოქალაქეები მზად არიან უფრო აქტიურები გახდნენ ზემოთ მათ მიერვე ჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად. აქტიურობა კი, ხშირ შემთხვევაში, მათთვის სხვადასხვა აქციებს და საჯარო შეკრებებს უკავშირდება. უცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქაც კეთილი სურვილები მეტია, ვიდრე შედეგზე ორიენტირებული ხედვები.

3. Heinrich Boell Stiftung/Goethe Institut/DVV International. გერმანული ორგანიზაციების წვლილი

ეს კატეგორია ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, ვინაიდან როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ გვსურს სწორედ მოქალაქეებთან აქტიური თანამშრომლობით და კონსულტაციით დავგეგმოთ ახალი პროექტები ურბანული განვითარების მიმართულებით. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების მიერ ჩამოწერილი წინადადებები ხშირად სცდება რესურსებს, ნაწილობრივ ჩვენს კომპეტენციებსა და პროგრამულ მიზნებს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბარათებზე დატოვებული რეკომენდაციებიდან, ბევრი რამ უკვე დიდი ხანია, რაც კეთდება. ამის კარგი მაგალითია დიალოგების, საჯარო დისკუსიების და შეკრებების ორგანიზება. თუმცა, მომავალში ამ ფორმატების შეხვედრების ორგანიზებას მეტი

ინტენსივობით შევეცდებით. ასევე ვეცდებით, მსგავს ღონისძიებებში უფრო აქტიურად ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიმღებნი, რაც ასევე რამდენიმე ბარათზე დატოვებული სურვილია.

კიდევ ერთი მოწოდება, რომელიც რამდენჯერმე განმეორდა მოსახლეობის განათლებას და ცნობიერების გაზრდას უკავშირდება. ჩვენს მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს, თუ წლის განმავლობაში ორგანიზებულ საჯარო ღონისძიებებს, ზუსტად ეს მიზანი აქვს, თუმცა ვიფიქრებთ

ამ ქმედებების ეფექტურობის გაზრდაზე.

და ბოლოს, სამივე ორგანიზაცია მომავალი თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ვიმუშავებთ აქტივისტების მხარდაჭერის და გაძლიერებისთვის.