შესაძლებლობათა გაძლიერება კლიმატის ცვლილების სფეროში (2016)

Კითხვის დრო: 1 წუთი

პროექტი შესაძლებლობათა გაძლიერება კლიმატის ცვლილების სფეროში ემსახურება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობიერების და  შესაძლებლობების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე; მათ ჩართვას ამ სფეროში მიმდინარე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილებების შერბილების და ადაპტაციის მექანიზმების გააზრებას.

  • პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგა კლიმატის ცვლილების სასერტიფიკატო კურსი, რომელიც პირველ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო უწყებების და ამ თემით დაინტერესებული აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა გაიარეს. მომზადდა კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო. ამასთანავე, გაიმართა რამდენიმე საჯარო ღონისძიება, რომელიც კლიმატის ცვლილების და მდგრადი განვითარების შესახებ დისკუსიის ინიცირებას შეუწყობს ხელს.