შემოუერთდით დეკლარაციას ლგბტი პირთა უფლებრივი თანასწორობის მიღწევის შესახებ!

Კითხვის დრო: 2 წუთი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს და პარტნიორი ორგანიზაციების, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა" და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელობით შემუშავდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი/დეკლარაცია, რომელიც შემუშავდა რელევანტური სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებისა და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით.

ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის გრძელვადიანი ადვოკატირების სტრატეგია/დეკლარაცია მიზნად ისახავს საქართველოში ჰომო/ბი/ტრანსფობიისა და ლგბტი ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მხარდაჭერას კომპლექსური მიდგომის გზით.

ჰომო/ბი/ტრანსფობიის პრობლემატიზაცია პირველ რიგში გულისხმობს იმის აღიარებას, რომ მას კომპლექსური ბუნება აქვს და მისი დაძლევისათვის მნიშვნელოვანია საკითხის ერთიან კონტექსტში გააზრება. ცალკეულ სფეროებში საჭირო ინტერვენციები მუდმივად იკვეთება ერთმანეთთან და, შესაბამისად, პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახელმწიფო და სხვა აქტორების კოორდინირებული თანამშრომლობა და ერთიან ხედვაზე შეთანხმება.

არსებული გამოწვევების დაძლევა საჭიროებს სახელმწიფოსა და სხვა საკვანძო აქტორების მხრიდან მყარი პოლიტიკურo ნების გამოვლენასა და ეფექტიანი, სისტემური და თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც აღიარებული და გამყარებული იქნება ინსტიტუციურ დონეზე და უზრუნველყოფს ლგბტი პირთა ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემასა და ხელს შეუწყობს ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას.

შესაბამისად, ორგანიზაციებს, რომლებიც იზიარებენ სტრატეგიაში/დეკლარაციაში მოცემულ საკითხებს, ვიწვევთ, შემოგვიერთდნენ და დაადასტურონ თავიანთი მხარდაჭერა.

შეგროვებული ხელმოწერები მხარს დაუჭერს სტრატეგიის/დეკლარაციის შემდგომი ადვოკატირების პროცესს.

მხარდაჭერის დაფიქსირება შესაძლებელია:

1) ელ. ფოსტაზე შეტყობინებით, მისამართზე: Ana.Nemsitsveridze-Daniels@ge.boell.org

2) ელექტრონული პეტიციის ვებ-გვერდზე: http://bit.ly/AdvocacyStrategy

3) დოკუმენტის დედანზე ფიზიკური ხელმოწერით (დაგვიკავშირდით: ტელ.: +995 32 238 04 67/68; მის: ზოვრეთის ქ. #38)

სასურველია, ხელმოწერა ორგანიზაციის სახელით იყოს წარმოდგენილი.