ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის დღეს, თბილისში გენდერის სამართლებრივი აღიარების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

2017 წლის 20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად ტრანსფობიური ძალადობის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემად აღინიშნება, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული სამწლიანი პროექტის „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ფონდი 2015 წლიდან ახორციელებს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან (WISG) და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან ერთად (EMC) საქართველოში და ორ  პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად სომხეთში, ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გენდერის სამართლებრივი აღიარების თემაზე.

Კითხვის დრო: 6 წუთი

ამჟამად, საქართველოში სქესის კვლავმინიჭების მიზნით ქირურგიული ჩარევა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის მარკერის ცვლილებისთვის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (მათ შორის, ჯანდაცვის დეპარტამენტის, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის, სოციალური დაცვის დეპარტამენტის) და ასევე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, არიან ის საკვანძო აქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ გენდერის სამართლებრივი აღიარებისა პროცესს და მისი სამართლებრივი და სამედიცინო ასპექტების განცალკევებას. სამინისტროების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატისა და საკითხზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სექსოლოგები და თემის წევრები.

 

Participants of the round table discussion on legal gender recognition (LGR) issues

შეხვედრა ევროკავშირის პროექტის კოორდინატორმა, ანა ნემსიწვერიძე-დანიელსმა გახსნა. მან მოკლედ აღწერა მიმდინარე პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და ისაუბრა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ შემუშავებული ადვოკატირების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის შესახებ, რომელიც შემუშავდა რელევანტური სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებისა და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების WISG-ისა და EMC-ს მიერ განხორციელებული ჰომო/ბი/ტრანსფობიური საზოგადოებრივი დამოკიდებულების კვლევის მიგნებებზე და ლგბტი პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებაზე დაყრდნობით.

ეკატერინე აღდგომელაშვილმა, WISG-ის ექსპერტმა და მკვლევარმა განაგრძო პროგრამა WISG-ის მიერ ტრანს* ადამიანთა ჯანმრთელობის შესახებ ჩატარებულ კვლევებზე საუბრით. მან მიუთითა, რომ კვლევების შედეგების საფუძველზე, ტრანსფობიური დამოკიდებულებები უფრო გავრცელებულია, ვიდრე ჰომო/ბიფობიური განწყობები, ხოლო უარყოფითი დამოკიდებულებები უფრო მკვეთრად ტრანს* ქალების მიმართ, ვიდრე ტრანს* მამაკაცების მიმართ არის გამოხატული.

ეკატერინე აღდგომელაშვილმა საკუთარ პრეზენტაციაში ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ამსახველი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ნაკლებობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ისაუბრა ხელახალი ვიქტიმიზაციის ხშირ შემთხვევებზე და შესაბამის პროფესიონალებს/სპეციალისტებს შორის ადეკვატური ცნობიერების დონის არარსებობის შესახებ, რაც, სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში ფორმალური განათლების სისტემა არ მოიცავს ტრანს-სპეციფიურ საკითებს. მან ასევე ხაზი გაუსვა ტრანსსექსუალობის დეპათოლოგიზაციას დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 რედაქციაში (ICD-11), სადაც გამოყენებული იქნება ფრაზა „გენერული შეუსაბამობა” („gender incongruence”), რაც ნაკლებად მასტიგმატიზირებელ ტერმინს წარმოადგენს. ეკატერინე აღდგომელაშვილმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ტრანს-სპეციფიური ჯანდაცვის მომსახურების მნიშვნელობაზე (პოსტ-ქირურგიული რეაბილიტაცია, ტრანზიციასთან დაკავშირებული საკითხები, ა.შ.) და კლინიკური გაიდლაინების/პროტოკოლების არარსებობაზე. მან დაასრულა საკუთარი პრეზენტაცია საქართველოში ტრანს* ადამიანთა წინაშე მდგარი გამოწვევების აღწერით, რომლებსაც ისინი დასაქმების, განათლების, სამედიცინო და სხვა სფეროებში აწყდებიან მათ გენდერულ იდენტობასთან შეუსაბამო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამო.

შეხვედრის დროს, ეკატერინე აღდგომელაშვილმა ასევე გააზიარა ტრანსგენდერთა ჯანმრთელობისთვის მსოფლიოს პროფესიული ასოციაციის (WPATH) დოკუმენტის ზრუნვის სტანდარტები ტრანსსექსუალი, ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული პირების ჯანმრთელობისთვის ქართულენოვანი ვერსია და საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

 

Ekaterine Aghdgomelashvili, WISG, speaks about trans-specific issues in the Georgian context

თავის დეტალურ პრეზენტაციაში, ქეთი ბახტაძემ, WISG-ის იურისტმა, განიხილა ის სამართლებრივი საქმეები, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს და გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხებს (იძულებითი სტერილიზაცია და იძულებითი არასასურველი სამედიცინო პროცედურები), ტრანს-სპეციფიურ სერვისებზე წვდომას, ტრანსფობიურ დანაშაულს/ფემიციდს და უკანონო დაკავებას შეეხება. მან ასევე ხაზი გაუსვა გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე ორ საქმეს, რომელიც WISG-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა.

ამის შემდეგ, სიტყვა გადაეცა მოწვეულ ექსპერტს ბელგიიდან, პროფ. ჯოზ მოტმანსს, ტრანსგენდერთა ჯანმრთელობისთვის ევროპული პროფესიული ასოციაციის თანადამფუძნებელს (EPATH) და გენტის საუნივერსიტეტო კლინიკის სექსოლოგიისა და გენდერის ცენტრთან არსებული ტრანს* საკითხების შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის ცენტრის კოორდინატორს.

 

Prof. Dr. Joz Motmans delivers a presentation on legal gender recognition and trans issues, as well as best practices and recommendations

პროფესორმა მოტმანსმა წარმოადგინა უაღრესად საინტერესო პრეზენტაცია ტრანს-სპეციფიური ჯანდაცვის ზოგადი მიმოხილვითა და გენდერის სამართლებრივი აღიარების კუთხით უახლესი მიდგომების გაანალიზებით. მან ყურადღება გაამახვილა დაბადებისას მინიჭებულ სქსესზე და დეტალურად განიხილა გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული როლების/გამოხატვის კონცეფციები. მან დამსწრეებს ასევე გაუზიარა მნიშვნელოვანი სოციო-დემოგრაფიული ინფორმაცია და ხაზი გაუსვა ტრანს-სპეციფიურ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მნიშვნელობას. გენდერული დისფორია პროფესორმა მოტმანსმა მოიხსენია, როგორც სამედიცინო დიაგნოზი იმ დისტრესისა, რომელსაც განიცდის ადამიანი საკუთარი გენდერული იდენტობისა და დაბადებისას მინიჭებული სქესს შორის შეუთანხმებლობის გამო.

იმავდროულად, დოქტორ მოტმანსმა აღნიშნა, რომ ძალიან დაბალია იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ნანობენ სქესის კვლავმინიჭების პროცედურების გავლას. ხოლო იმ მცირერიცხოვან შემთხვევებშიც კი, სინანულის გრძნობა არასდროს არ უკავშირდება გენდერული იდენტობის მიმართებაში „აზრის შეცვლას“ (რასაც ამტკიცებს ზოგიერთი ოპონენტი), არამედ, ის უარყოფით საზოგადოებრივ დამოკიდებულებებიდან და სოციალური მიუღებლობის დონიდან გამომდინარეობს.

საკუთარ პრეზენტაციაში, დოქტორ მოტმანსმა ასევე აღნიშნა WPATH-ის მიერ ახლახანს მიღებული იდენტობის აღიარების განცხადება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუცია 2048 ევროპაში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის შესახებ. ორივე დოკუმენტის ასლები შეხვედრის ყველა მონაწილეს დაურიგდა.

 

Participants of the round table discussion on LGR listen to Dr. Motmans’ presentation

დორქტორ მოტმანსმა თავისი პრეზენტაცია დაასრულა მინიშნებით, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარება საკვანძო ანტიდისკრიმინაციულ ღონისძიებად და სუიციდის პრევენციის მექანიზმად უნდა აღიქმებოდეს, და რეკომენდაციებით გენდერის სამართლებრივი აღიარების თვითგამორკვევის საფუძველზე დამტკიცების, დაბადებისას მესამე სქესის მითითების საშუალების შემოთავაზებისა და ამ პროცესების ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ევროპის საბჭოში ქვეყნის წარმომადგენლებთან მუდმივი კავშირის შენარჩუნების შესახებ.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის დინამიური სესია, სადაც დისკუსიის რეჟიმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოხატეს მოსაზრებები სიღარიბის, როგორც ტრანს-სპეციფიურ საკითხებში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე განზომილების შესახებ. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ეს განზომილება, თავის მხრივ, გამომდინარეობს მანკიერი წრიდან, რომელშიც ჩაბმულ ტრანს* ადამიანებს პირადობის დამადასტურებელი საბუთების შეუსაბამობის გამო, არ შეუძლიათ სათანადო დასაქმება, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის საკმარის შემოსავალს, რათა გაიარონ ძვირადღირებული ჰორმონალური თერაპია ან ქირურგიული პროცედურები, რაც ამჟამად აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს გენდერის მარკერის შეცვლისთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში.

შეხვედრაში მონაწილე ორი სამინისტროს წარმომადგენელთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურების რეგულირების მიზნით სახელმწიფო პროცესის დაწყებისთვის, აუცილებელია შესაბამისი პოლიტიკური ნება. ამ კომპლექსურ პროცესში, რომელიც მრავალი სხვადასხვა აქტორის ჩართულობასა და ერთობლივი უწყებათაშორისი გეგმის შემუშავებას საჭიროებს, კოორდინატორის როლში მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო განისაზღვრა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ WISG-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ ტრანს-სპეციფიურ საკითხებსა და უშუალოდ გენდერის სამართლებრივი აღიარების თემაზე უკვე შემუშავებულია შესაბამისი კვლევები, პოლიტიკის დოკუმენტები, დასკვნები და რეკომენდაციები. სამინისტროების წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება, მიიღონ აღნიშნული მასალები, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებები და განსაზღვრული შემოთავაზებები საუკეთესო პრაქტიკის საქართველოს კონტექსტზე მორგების თვალსაზრისით.

ღონისძიების დასასრულს, ეკატერინე აღდგომელაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა შეხვედრის მთავარი საკითხი: სამართლებრივი და სამედიცინო პროცედურების ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობა გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცესში. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ ორი ასპექტის ურთიერთდაკავშირებულობის და ურთიერთდამოკიდებულობის აღმოფხვრა, რადგანაც ის ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის მარკერის ცვლილებას, არ უნდა ექვემდებარებოდნენ შეუქცევად სამედიცინო ან ჰორმონალურ პროცედურებს. ამ მოსაზრებას მხარი ცნობილმა სექსოლოგმაც, მაია ჭავჭანიძემაც დაუჭირა.

WISG-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა გაუზიარონ სამინისტროების წარმომადგენლებს შესაბამისი მასალები.

 

დადებითი შენიშვნის კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ქ-ნმა ელზა ჯგერენაიამ ყურადღება ანტიდისკრიმინაციულ კანონზე და ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა, მათ შორის შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათ შორის წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში შერჩევის დისკრიმინაციული პროცედურების აღმოსაფხვრელად.

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს (GEC) მიმართ ადვოკატირების ღონისძიებები საკვანძოა სათანადო კანონმდებლობის ინიცირების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია,  ამ თემაზე შეხვედრებისა და თანამშრომლობის გაგრძელება ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან, რათა ხელი შეეწყოს ქვეყანაში გენდერის სამართლებრივი აღიარების სფეროში კონკრეტული სტრატეგიისა და აღნიშნული პრობლემების ეფექტური გადაჭრის გზების დაგეგმვას.

მრგვალი მაგიდის შეხვედრა საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან ეს იყო ამავე თემაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით, 2016 წლის ნოემბერში გამართული შეხვედრის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით. წლევანდელი ღონისძიება სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ტრანს-სპეციფიურ საკითხებზე აზრთა გაცვლისა და გამოცდილების გაზიარებისთვის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენდა  და შესაბამისი საკომუნიკაციო არხების განვითარებას შეუწყო ხელი.

ასევე აღსანიშნავია, რომ მრგვალი მაგიდის შეხვედრის ორგანიზება ორგანიზაცია „ტრანსგენდერი ევროპის“ (TGEU) მხარდაჭერით განხორციელდა, რომელმაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა, სადაც მოუწოდა სამინისტროს წარმომადგნელებს შეხვედრაში მონაწილეობის მიღებისკენ და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას.