რუსეთის ჰიბრიდული ომი უკრაინასა და საქართველოში

Კითხვის დრო: 2 წუთი

რუსეთის ჰიბრიდული ომი, რომელიც სამხედრო მოქმედებების გარდა პოლიტიკურ, საინფორმაციო, ეკონომიკურ და სხვა არასამხედრო მეთოდების გამოყენებას გულისხმობს, აქტიურად განიხილება სხვადასხვა მთავრობების, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების მიერ. კრემლის ხედვა, თუ როგორ მიაღწიოს თავის სტრატეგიულ მიზნებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, რუსული ტელეარხების (Russia Today და „სპუტნიკი“) მუშაობით თუ სხვა მეთოდებით მნიშვნელოვანწილად ეფუძნება რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის 2013 წლის მოხსენებას, სადაც მან ხაზი გაუსვა 21-ე საუკუნეში ომის წესების ცვლილებას და არასამხედრო მეთოდების როლს პოლიტიკური ამოცანების შესრულებაში.



საქართველოსთვის და უკრაინისთვის რუსეთის ჰიბრიდული ომი უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. კრემლის პროპაგანდას შეუძლია გავლენა იქონიოს ორივე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე. ამ საფრთხესთან გასამკლავებლად საჭიროა უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ეფექტური მუშაობა და კოორდინაცია.



საჯარო დისკუსია გაიმართა შემდეგ საკითხებზე:



-რა სახის ინსტრუმენტებს იყენებს რუსეთი საინფორმაციო ომის წარმოებისას?

-როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ და უკრაინამ რუსეთის პროპაგანდას? როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკა? შესაძლებელია თუ არა პროპაგანდის პროპაგანდით დაძლევა?

-რა როლი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო საზოგადოებას ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში?



მომხსენებლები:



- ანდრეას უმლანდი, პოლიტოლოგი, უფროსი მკვლევარი კიევის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტში;

- ნინო ბოლქვაძე, დირექტორი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ;

- გრიგოლ გეგელია, ისტორიკოსი;

- თაზო კუპრეიშვილი, ახალი ამბების რედაქტორი, „ნეტგაზეთი“.

მოდერატორი: ლილია ჩიხლაძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

ანდრეას უმლანდი, პოლიტოლოგი, უფროსი მკვლევარი კიევის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტში



გრიგოლ გეგელია, ისტორიკოსი



ნინო ბოლქვაძე, დირექტორი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

 

რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოსა და უკრაინაში - ნინო ბოლქვაძე - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube

თაზო კუპრეიშვილი, ახალი ამბების რედაქტორი, „ნეტგაზეთი“

 

რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოსა და უკრაინაში - თაზო კუპრეიშვილი - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube