ყველაფერი მწვანე აკადემიის შესახებ

მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში.

Კითხვის დრო: 3 წუთი

რა არის „მწვანე აკადემია“

მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში. მეტიც,  მწვანე აკადემია კრიტიკულად აანალიზებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოციო-ეკონომიკური განვითარების გამოცდილებას, განიხილავს მიკრო და მაკრო მასშტაბების ალტერნატივებს და ცდილობს გადაკვეთის წერტილების იპოვოს საქართველოში და რეგიონში არსებული სხვადასხვა სოციალური მოძრაობების აქტორებს შორის.

პირველი მწვანე აკადემია  2015 წელს, საქართველოში გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად მასპინძლობს ახალგაზრდა აქტივისტებს, ჟურნალისტებს, მეცნიერებს თუ პოლიტიკოსებს. მწვანე აკადემია, როგორც ადგილობრივი პლატფორმა მდგრადი განვითარების პოლიტიკის საკითხებზე  თანამშრომლობისათვის 2016 წლიდან სომხეთშიც იმართება.  

რა არის მწვანე აკადემიის მიზანი?

  • სამხრეთ კავკასიის საზოგადოებების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარების საკითხებში მდგრადი და მწვანე პოლიტიკის პრინციპებისა და ფასეულობების ხელშეწყობა და საჯარო დისკუსიის სტიმულირება;
  • მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე თანამშრომლობისთვის ახალგაზრდა აქტივისტების, ჟურნალისტების, მკვლევარებისა და პოლიტიკოსების რეგიონული პლატფორმის განვითარება;
  • მდგრადი განვითარების, მწვანე პოლიტიკის პრინციპებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია  სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განვითარების საკითხებში. (მათ შორის გენდერული დემოკრატიის ხელშეწყობითა და ქვეყნების წარსული გამოცდილების გააზრებით).
  • საჯარო დისკუსიების სტიმულირება მწვანე პოლიტიკის პრინციპებსა და ღირებულებებზე სამსჯელოდ.
  • მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე ალტერნატიული პოლიტიკის ხედვებისა და მიდგომების შემუშავებისთვის პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად სამხრეთ კავკასიაში.
  • ლოკალური აქტორების შეძალებლობების ცოდნაზე დაფუძნებული გაძლიერება, (სამეცნიერო კვლევებით,  ექსპერტიზის განვითარებით, ასევე საერთაშორისო აქტორებთან ინფორმაციის გაცვლითა და თანამშრომლობით.)
  • მწვანე აკადემიის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ და გამოიკვლიონ კავშირები პოლიტიკურ საკითხებსა და სოციალურ ტრანსფორმაციებს შორის, გაიაზრონ თუ როგორ არის შესაძლებელი საზოგადოებრივი და ეკონომიკური კავშირების განვითარება სამხრეთ კავკასიის საზოგადოებაში მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური ტრანსფორმაციისთვის.

როგორ გავხდე მწვანე აკადემიის მონაწილე?

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსს ყოველწლიურად (მაისი-ივნისის თვეებში), მწვანე აკადემიის საზაფხულო სკოლის წინ აცხადებს. კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ვებგვერდიდან და სოციალური ქსელებიდან.

მწვანე აკადემიაში მიღების პროცესი/კრიტერიუმები?

მწვანე აკადემიაში მონაწილეობა შეუძლიათ 21-იდან 33 წლამდე ახალგაზრდებს , რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ და საქართველოში ცხოვრობენ. სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდა აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მკვლევარებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც მწვანე პოლიტიკა აინტერესებთ და ჩართულნი არიან სამოქალაქო ატივიზმში.

შესაძლებლობები მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის/ კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა გახდეთ მწვანე აკადემიის მონაწილე

მწვანე აკადემია მცირე აკადემიური კვლევების საშუალებას აძლევს იმ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-გარემოსდაცვით საკითხებზე ჩაღრმავებულად მუშაობის სურვილი აქვთ.

ყოველწლიურ საგრანტო კონკურსში  მონაწილეობის მიღება მხოლოდ მწვანე აკადემიის მონაწილეებს შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.

2018 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მწვანე აკადემიის საბჭო/მომხსენებლები

მწვანე აკადემიის შინაარსზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თანამშრომლებთან ერთად მწვანე აკადემიის საბჭო მუშაობს. 2017-2018 წლებში საბჭოს წევრები გახლდათ:

  1. თამარ ცხადაძე
  2. გიორგი ცხადაია
  3. მაია ბარქაია
  4. მანანა ქოჩლაძე

2019 წლის აკადემიის საბჭოს შემადგენლობა:

  1. მანანა ქოჩლაძე
  2. ანა დიაკონიძე
  3. ვაკო ნაცვლიშვილი
  4. მაია ბარქაია

მწვანე აკადემიის მომხენებლები და ექსპერტები ადგილობრივი და მოწვეული მეცნიერები, აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან. სხვადასხვა დროს, ჩვენს მომხსენებლებს შორის იყვნენ:

  1. კლაუს ოფე
  2. ულრიხ ბრანდი
  3. ვიოლა ფონ კრამონი
  4. დერეკ ვოლი
  5. ზოლტან პოგაცა
  6. ალენ ამირხანიანი
  7. იაგოდა მიუნიჩი
  8. ვიკტორ ვარანკოვი
  9. სალომე ასათიანი
  10. ლუკა ნახუცრიშვილი

წვანე ქსელი

მწვანე აკადემიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე ალტერნატიული პოლიტიკის ხედვებისა და მიდგომების შემუშავებისთვის პლატფორმის შექმნა, რომლის მონაწილეებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად სამხრეთ კავკასიაში. მწვანე აკადემიის მონაწილეებისა და ექსპერტებისგან შემდგარი პლათფორმა საზოგადოებრივი დისკუსიების სტიმულირებას ისეთი თემების გარშემო მოახდენენ, როგორებიცაა გარემოსდაცვითი სამართლიანობა, სოციალური სამართლიანობა, გენდერული დემოკრატია,  ქალაქების და მათი მაცხოვრებლების მომავალი, საყოველთაო კეთილდღეობის ეკონომიკა, რესურსების სამართლიანი განაწილება. მონაწილეების მიერ მომზადებული კვლევები და პროექტები შექმნიან მნიშვნელოვან ცოდნას, კავშირებს და გამოცდილებას, რაც ასე მნიშვნელოვანი სამხრეთ-კავკასიის  სოციო-ეკოლოგიური ტრანსფორმაციისთვის.

აქ აკადემიის ფარგლებში დაგროვებული ცოდნის, ჩატარებული კვლევების ან მონაწილეების საინტერესო გამოცდილებების შესახებ გაგიზიარებთ ინფორმაციას.