ყველაზე მაგარი გოგოები (2021)

2021 წლის 6 და 8 ნოემბერს „დინამო არენაზეყველა დროის 15 საუკეთესო პიესაში შესული, თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგი ქალისკერილ ჩერჩილის პიესისყველაზე მაგარი გოგოებისპრემიერა გაიმართება, დამოუკიდებელი თეატრალური პროექტის ფარგლებში. სინთეზური პერფორმანსი დრამის, კლასიკური და ელექტრონული მუსიკის, ოპერის და მოძრაობის ელემენტებს აერთიანებს, ტოვებს ტრადიციულ სცენას და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო მოედანზე გაიმართება.

Კითხვის დრო: 1 წუთი
Cover of the event

დრამატურგი მისი მთავარი გმირისმარლინის ცხოვრების წესსა და არჩევანს ასახავს: მარლინი წარმატებული ქალია, რომელმაც მტკიცე ბრძოლით გაიკვალა გზა პროფესიაში და მწვერვალს მიაღწია. თხრობის არალინეარული ხერხით, პიესა გვიჩვენებს სხვადახვა სოციალურ და კულტურულ ასპექტს და 80-იანი წლების წარმატებული და წარუმატებელი ქალების სახეებს. მარლინი ვახშამზე ეპატიჟება ქალებს ისტორიიდან, ფერწერიდან თუ ლიტერატურიდან: სუფრას უსხედან ვიქტორიანელი მოგზაური იზაბელა ბერდი, რომის პაპი იოანა და ნახატიდან წინსაფრითა და ჯავშნით გადმოსული გიჟი გრეტა. სტუმრები ბრენდის სვამენ, ხარბად ჰყვებიან თავიანთ ამბებს და გვაჩვენებენ, რა პოტენციური საზღაურის გადახდა უწევთ ისტორიულად ქალებს წარმატების მისაღწევად. ქერილ ჩერჩილის პიესის ყველა პერსონაჟი ქალია, დინამო არენაზე კიყველაზე მაგარი გოგოებისქართულ ვერსიაში მონაწილეობას ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, თეა კიწმარიშვილი, ქეთი ხიტირი, ლიზა კერესელიძე და ქეთა შათირიშვილი მიიღებენ.