ცხოვრება მანგანუმის ქალაქში

ჭიათურა, სოფელი დარკვეთი

ჭიათურის ტერიტორიაზე არსებული მანგანუმის მარაგი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ რესურსად მიიჩნევა. ქალაქის და მის გარშემო მდებარე სოფლების ცხოვრება მთლიანად მანგანუმზეა დამოკიდებული, ხოლო რესურსის მოპოვება კი ადგილობრივ სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოში უხეში ჩარევის, სოფლების დაცლის და გაქრობის ხარჯზე ხდება.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები ინდუსტრიულ ქალაქებში წლების განმავლობაში მუშაობენ. ამ ვიდეოში ადგილობრივი ორგანიზაციის - ჭიათურის ეკო კლუბის წევრები, ჭიათურაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე გვიყვებიან. ჭიათურის მაგალითი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ ნაწილდება ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესები საქართველოში.

ცხოვრება მანგანუმის ქალაქში | Living in the city of manganese - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube