ფემინისტური ფორუმი (WISG, 2023)

Კითხვის დრო: 1 წუთი
Focum banner

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბებას ლგბტქი+ ადამიანების გაძლიერებით. WISG მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვირი და ინტერსექსი ინდივიდების, ასევე სხვა მარგინალიზებული ქალთა ჯგუფების სრული ჩართულობა და თანაბარი მონაწილეობა საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

WISG-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 2016-დან 2021 წლამდე ფართო საზოგადოებაში ლგბტქი+ მოძრაობის მიმართ მტრულმა განწყობებმა იკლოასევე შეიმჩნევა სამართლებრივი შეზღუდვების შესუსტების ტენდენციები. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ჯერ კიდევ დიდია ლგბტქი+ ადამიანების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაძლიერდა ანტიგენდერული მოძრაობაც, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება ქვიარ ფემინისტურ მოძრაობას და თვითგამოხატვას. ხელისუფლების შიგნით მზარდი მემარჯვენე ტენდენციები დამატებით საფრთხეს უქმნის მიღწევებსა და პროგრესს გენდერული თანასწორობის სფეროში.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის და ქალთა ფონდის საქართველოში მხარდაჭერით, WISG ატარებს ფემინისტურ ფორუმს, რათა დამსწრეებთან ერთად იმსჯელოს სამხრეთ კავკასიაში ფემინისტური მოძრაობების ინტერსექციული მიდგომების შესახებ. 2023 წლის ფორუმის ფოკუსი იქნება გენდერული თანასწორობისა და განათლების კვეთა.