პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრად და თანმიმდევრულ სამშვიდობო პოლიტიკას და კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.
პროექტის ამოცანებია:
ამოცანა 1: ინკლუზიური საჯარო დისკუსიების წახალისება ევროინტეგრაციის პოზიტიური გავლენების შესახებ კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და სამშვიდობო პოლიტიკაზე.
ამოცანა 2: აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის ადვოკატირება რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევების შესწავლისა და საქართველოს, ასევე ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აქტიური ჩართულობის გზით.
პროექტის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესოს ევროინტეგრაციის პროცესმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და ამ საკითხებს გაანალიზებს ექსპერტების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ჩართულობით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაიზრდება პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოების ინფორმირება აფხაზეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და მოხდება ამ მიმართულებით ინიციატივებისა და რეკომენდაციების წარდგენა, სახელმწიფოსა და საერთაშორისო აქტორების წინაშე.
კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვისა და სამშვიდობო პოლიტიკის გაუმჯობესების ადვოკატირება ევროინტეგრაციის პროცესში (2024)
© Heinrich-Böll-Stiftung e.V.
Schumannstraße 8
10117 Berlin
T +49 (30) 285 34-0
F +49 (30) 285 34-109
www.boell.de
info@boell.de